შავკანიანი რაჭველები

რაჭველი აფერისტი

   აფრასიონასთან მიდის ქალი და ეუბნება: “გუშინ მამაშენი მესიზმრა; საწყალს კისერზე დიდი ქვა ეკიდა და შენთან დამაბარა, ჩემი შვილის ცოდვების გამო ვიტანჯები და უთხარი, თავი გაანებოს ხალხის მოტყუებასო”. აფრასიონამ ჩაიცინა და უთხრა, სულ რომ ქვაფთათანა ჩამოკიდონ კისერზე, ხალხის მოტყუებას მაინც არ მოვეშვებიო :D

 

პ.ს. ქვაფთათანას, აი, ამ ლოდს ეძახიან:

 

შოკისმომგვრელი ფოტოები (2011 წელი)

 

 

საკაურა(ტექსტი და სიმღერა)

საკაოს რომ ჩამოთოვა და გზები იყო დაკეტილი,
სახლში ბევრი ღვინო მაქვს და არყითა ვარ გაჟღენთილი.
მიტომ მიყვარს საკაურა და ბევრი მოდის კარტოფილი,
ასი შეყვარებული მყავს, მაინც არ ვარ კმაყოფილი. 
რიონმა რომ ჩამორეკა და ამოდენა ჯებირიო,
ბოშო, მე თუ ვერ მიყურებ, რა ხარ მასე დებილიო.
რომ ჩაგიცვამს მოკლე კაბა და მოუმატე სიგრძესაო,
დედაშენი ჩემისთანას ვერსად ნახავს სიძესაო.

საკაო და საკაურა, ხიდეშლები, ლაგვანთაო,

თოვლი ბევრი მოგვივიდა, აწი ბეჩა რაღა ვქნაო… 

 

რაჭველი ფემინისტები


რაჭული თვალით დანახული “სილამაზე”

რაჭველებს რომ სილამაზის აღქმის საუკეთესო უნარი გვაქვს, ეს მეცნიერებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს. ქვემოთ მოყვანილია ის 5-ეული, რომელიც “სილამაზის კუთხით” საუკეთესოდ მიმაჩნია. :)

 N5 გუგულეთუ სოფია მბათა

N4 ჯიუელ სთეითი

N3 როზამუნდ პაიკი

N2 ქელი ჰუ

N1   შირი აფლები

პ.ს. გემოვნებაზე არ დავობენ :)

კახური ანეკდოტები

გურჯაანის აეროპორტში უცხოელი სტუმარი ჩამოვიდა თვითმფრინავიდან. მის შესახვედრად ზღვა ხალხი გაემართა.

მიხომ იკითხა:

– ვინ არის ის კაცი, ამდენი ხალხი რომ დახვდა?

– არაბია!

- ამის დედა ვატირე, თუ არ აბია, ამდენი ქალი რას დასდევს? :D

 

გუშინ სამძიმარზე ისეთი ყვავილები მოიტანეს მიცვალებული თითონ ადგა გამოსართმევადო. :D

 

მიცვალებული ისეთი მახინჯი იყო ჭირისუფალი კუხნიდანა ტიროდაო. :D

 

 გურჯაანელს დინამიტი აუფეთქდა და ერთ ხელზე სამი თითი მოსწყვიტა.. მაგის მერე “ფანჯი-დუს” ეძახიან :D

 

რასა შვები, ჯო?
რაცა ვჭამე, ჯო, სხვა რა უნდა ვქნა :D

 

 

სექსუალური ამულეტები

ბევრმა თქვენგანმა შეიძლება არ იცოდეს იმ საიდუმლო საცავის არსებობა, რომელიც ნეაპოლის არქეოლოგიურ მუზუმშია განთავსებული. საიდუმლო კი ჰქვია, მაგრამ მნახველები არ აკლია. :) იქ თავმოყრილია ეროტიკული შინაარის ქანდაკებები, ფრესკები და სხვადასხვა ნივთები, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის არ არის განკუთვნილი.  მათ შორის გამორჩეულია ამულეტები ძველი პომპეიდან. დიდფალოსიანი პანის ფორმის ქანდაკებები ძველ რომში ფართოდ იყო გავრცელებული და ძირითადად ავი სულებისგან თავის დასაცავად გამოიყენებოდა. აი, ისინიც:

p.s. ჰქონდათ თუ არა მათ სხვა დანშნულება, ავი სულების დაფრთხობის გარდა, ამაზე ლაპარაკი არ ღირს :D

რაჭველი სომხები

  ამ დღეებში გადავაწყდი საინტერესო მონაცემებს, რომელიც რაჭის მოსახლეობის რაოდენობასა და მის ეთნიკურ შემადგენლობას ეხება.  1926 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად, რაჭაში 66768 ადამიანი სახლობდა(11630 კომლი). ადმინისტრაციული მოწყობის მხრივ რაჭა დაყოფილი იყო ონის, ამბროლაურისა და ჭრებალოს რაიონებად. ჭრებალოს რაიონი დამატებით 3 სასოფლო თემსაც მოიცავდა, რომელიც დღეს ლეჩხუმსა და იმერეთს ეკუთვნის(ალპანა, მექვენა და ტვიში).  განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქ ონის ეთნიკური შემადგენლობა: ქართველი -1488, ებრაელი -1176, სომეხი-229, რუსი-19.

   ალბათ ყველასთვის საინტერესოა, თუ როდის დასახლდნენ სომხები რაჭაში. სამწუხაროდ, ამ საკითხზე ბევრის დაწერა არ შემიძლია, მაგრამ “სომხური კვალი” რომ ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში მიდის ეს ჩანს 1697 წლით დათარიღებული სოფელი შხივანის მაცხოვრის ეკლესიის წმ. გიორგის ხატით, რომელსაც ქვევითა ნაწილში სომხური წარწერა აქვს:

“წმიდა მოწამე ქრისტესი გიორგი

წელსა სომეხთასა 1146 ამინ”

   სომხური წელთაღრიცხვით, 1146 უდრის 1697 წელს.

 

რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, გ. ბოჭორიძე თბ. 1994, გვ 155

ათასი გლეხის დაღუპვა

1918 წელს დიდი დაპირისპირება მომხდარა სვანებსა და მთარაჭველებს შორის, ღებელთა ხარები(270 სული) რიონის სათავის მიმდებარე ტერიტორიიდან სვანებს მოუტაცნიათ და სვანეთის სხვადასხვა მხარეში დაუნაწილებიათ. საქართველოში, რომელსაც დამოუკიდებლობა ახალი გამოცხადებული ჰქონდა, არავის ეცალა ამ ინციდენტის გამოსაძიებლად და ხალხს საკუთარი ძალებით უცდია საქონლის უკან დაბრუნება. ნაწილს ამის გაკეთება იარაღით, ნაწილს კი მოლაპარაკების გზით სურდა. საბოლოოდ, გადაწყვიტეს “დელეგაციის” გაგზავნა, რომელშიც 5 პიროვნება შეიყვანეს: რაჭის მაზრის თავმჯდომარე მალაქია გობეჯიშვილი(ზვიდუკეეთი), მღვდელი ეგნატე მეტრეველი, ივანე გავაშელი(პანტოილეეთი), შოშიტა გობეჯიშვილი(კუნჩიანი) და ერთიც ქალი – ფროსინე ლობჯანიძე.  რაჭიდან წასული დელეგაცია უშგულსა და ზემო სვანეთის კიდევ რამოდენიმე თემში ჩასულა, სადაც გაუმართავთ მოლაპარაკება, რომელზეც სვანებს ხარების მხოლოდ მცირე ნაწილის დაბრუნების პირობა მიუციათ, რადგან საქონელი თითქმის მთელ სვანეთსა და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში იყო განაწილებულ-გაყიდული. დავით ლობჯანიძე(კანკალეეთი), რომელიც ამ ამბების მომსწრე იყო, თავის მემუარებში(“ათასი გლეხის დაღუპვა”)ასე აღწერს მოსალაპარაკებლად ჩასულ მცირერიცხოვან რაჭველებს:

“ბატკან მისული მგელთანა,

 რას გამოიტანს უკანა?”

  საბოლოოდ, “დელეგაცია” უკან ხარების მხოლოდ ნაწილით დაბრუნდა და ამ ავი საქმის ჩამდენიც დაუსჯელნი დარჩნენ. თუმცა, ღებელებს რამდენიმე შიარაღებული დარაჯი დაუყენებიათ სასვანო გორაზე(რაჭა-სვანეთი საზღვარი), რათა მსგავსი ინციდენტის შემთხვევაში დროული რეაგირება მოეხდინათ…

Follow

Get every new post delivered to your Inbox.