ჩეჩენი დინოზავრის კვერცხები
April 20, 2012 1 Comment
April 20, 2012 1 Comment
ამ ორიოდე დღის წინ, საინტერესო ამბავი მოვიდა კავკასიის ჩრდილოეთ ნაწილიდან – ჩეჩენმა არქეოლოგებმა 60 მილიონის წლის წინანდელ დინოზავრის კვერცხებს მიაგნესო. ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა ხელად აიტაცეს ეს ფაქტი, რამაც ინტერნეტში დისკუსია გამოიწვია. ძალაუნებურად გამახსენდა დაახლოებით 10 წლის წინ ტელევიზორში გასული სიუჟეტი, გურიაში მიკვლეული დრაკონის კვერცხების თაობზე. გურული “არქეოლოგები” ამ ამბით მსოფლიოს გაოცებას გეგმავდნენ; 24 საათი შეუსვენებლივ მუშაობდნენ, მაგრამ ქაფჩა ნაცარში ჩაუვარდათ… კვერცხები ცოცხალი ორგნიზმის კი არა, ქვისა აღმოჩნდა. February 29, 2012 Leave a comment

February 19, 2012 3 Comments
ამ ბოლო დროს პანდორას ყუთში, რომელსაც ჩვენ ტელევიზორს ვეძახით, მომრავლდა ელექტრონული სიგარეტის რეკლამები.. ალბათ, ყველას გვსმენია: გრინსმოუქი, გადმოდი მწვანეზე და ა.შ. სწორედაც რომ მწვანეზე გადასვლა სცადა ამერიკელმა თომ ჰოლოვეიმ, მაგრამ საბოლოო ჯამში კბილების გარეშე, ნახევრად წაგლეჯილი ენისა და სახის კანის დამწვრობების ამარა დარჩა. რას იფიქრებდა 57 წლის ფლორიდელი, რომ სიგარეტისთვის თავის დანებების სურვილი ამ ფასად დაუჯდებოდა? ამიტომ, თუ გადაწყვიტეთ სიგარეტის გადაგდება, გამოიჩინეთ ნებისყოფა და გადააგდეთ… თუ არადა, კბილებს და ენას მაინც გაუფრთხილდით და ნუ ჩაიდებთ ელექტრონულ სიგარეტს პირში. დაწვრილებით: http://abcnews.go.com/Health/electric-cigarette-explodes-fla-mans-face/story?id=15645605#.T0DKIuWqE3w
February 13, 2012 2 Comments
ქართული ტელევიზიებიდან ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს ვალენტინობის თემა. შეიძლება ითქვას რომ ცდილობენ ქართველებისთვის უცხო, დასავლური ტრადიციის საქართველოში დამკვიდრებას. ვალენტინობის აღნიშვნას მართლაც რომ ღრმა ფესვები აქვს დასავლეთში, რომლის არსს ჩვენ, ქართველები ალბათ ვერასდროს ჩავწვდებით January 31, 2012 10 Comments





January 30, 2012 4 Comments
N5
N4
N3
N2
N1
January 22, 2012 2 Comments