ჩეჩენი დინოზავრის კვერცხები
April 20, 2012 1 Comment
April 20, 2012 1 Comment
ამ ორიოდე დღის წინ, საინტერესო ამბავი მოვიდა კავკასიის ჩრდილოეთ ნაწილიდან – ჩეჩენმა არქეოლოგებმა 60 მილიონის წლის წინანდელ დინოზავრის კვერცხებს მიაგნესო. ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა ხელად აიტაცეს ეს ფაქტი, რამაც ინტერნეტში დისკუსია გამოიწვია. ძალაუნებურად გამახსენდა დაახლოებით 10 წლის წინ ტელევიზორში გასული სიუჟეტი, გურიაში მიკვლეული დრაკონის კვერცხების თაობზე. გურული “არქეოლოგები” ამ ამბით მსოფლიოს გაოცებას გეგმავდნენ; 24 საათი შეუსვენებლივ მუშაობდნენ, მაგრამ ქაფჩა ნაცარში ჩაუვარდათ… კვერცხები ცოცხალი ორგნიზმის კი არა, ქვისა აღმოჩნდა. April 6, 2012 Leave a comment
მაზდეანობა (ზოროასტრიზმი, ცეცხლთაყვანისმცელობა) როგორც რელიგია ძვ.წ. მე-6 საუკუნეში ჩამოყალიბდა. აქემენიდური ირანის დროს იგი სახელმწიფოს წამყვანი რელიგია გახდა, ხოლო განსაკუთრებულ სიძლიერეს ახ.წ. მე-2 საუკუნიდან მიაღწია, ვიდრე არაბთა მიერ ირანის დაპრყრობამდე, როდესაც ისლამმა მას სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა.March 11, 2012 Leave a comment
ბრიტანელმა არქეოლოგებმა ატლანტიკის ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე პატარა კუნძულ წმ. ელენეზე, მონათა სასაფლაოს შესწავლის შედეგად, 5000-მდე ადამიანის ნეშტს მიაკვლიეს. არქეოლოგიური გათხრების დაწყების მიზეზი, რომელმაც მონათვაჭრობის შემზარავი სურათი აღადგინა, ახალი აეროპორტის მშენებლობა გახდა. წმ. ელენეს კუნძული აფრიკის კონტინენტიდან დაახლოებით 1000 მილითაა დაშორებული და წარმოადგენდა პუნქტს, საიდანაც ბრიტანელები მე-19 საუკუნეში აფრიკელ მონებს ამერიკაში გადასაყვანად ამზადებდნენ. მონათა უმეტესობა გემებზე ან კუნძულზე მოწყობილ ბარაკებში, გაუსაძლისი პირობებისა და მონებით მოვაჭრეთა სისასტიკის გამო იხოცებოდა…February 26, 2012 Leave a comment

February 7, 2012 1 Comment
გასული საუკუნის 50-იან წლებში, როცა მანქანა ჯერ კიდევ იშვიათობას წარმოადგენდა, რაჭაში, ქალაქ ონში დიდი პატივისცემით სარგებლობდა მძღოლი არჩილ კალმახელიძე. ავტომანქანის დამსახურებით, არჩილს თითქმის მთელი რაჭა იცნობდა. ცნობილ მძღოლს ორი ქალიშვილი ჰყავდა, რომელთაგანაც ერთი – ნანა, სილამაზით გამორჩეული ყოფილა. სკოლის მოსწავლე ბავშვი, ფიზკულტურის მასწავლებელს კაკო ბერიშვილს შეუყვარდა. ასაკობრივი სხვაობისა და მასწავლებლისთვის შეუფერებელი საქციელის მიუხედავად, კაკო მასწავლებელი ნანას სიყვარულში გამოუტყდა, მაგრამ მისგან მტკიცე უარი მიიღო, რადგან ბავშვს სხვა, თავისი თანატოლი უყვარდა. ამას არ გაუჩერებია კაკო და იმის შიშით შეპყრობილმა, რომ ქალაქს მისი პატარა ბავშვისადმი სიყვარულის ამბავი მოედებოდა, მან ნანა მოტყუებით ონის ხიდთან მიიყვანა და ხიდის ქვეშ ყელი გამოსჭრა. თავის დროზე ამ ამბავმა მთელ საქართველოს და განსაკუთრებით კი რაჭას, თავზარი დასცა. კაკო დააპატიმრეს და დახვრიტეს, თუმცა ამით ეს ისტორია დავიწყებას არ მისცემია და რაჭაში დღესაც ბევრს ახსოვს ეს შემზარავი ამბავი ….
January 9, 2012 Leave a comment
ბევრმა თქვენგანმა შეიძლება არ იცოდეს იმ საიდუმლო საცავის არსებობა, რომელიც ნეაპოლის არქეოლოგიურ მუზუმშია განთავსებული. საიდუმლო კი ჰქვია, მაგრამ მნახველები არ აკლია.
იქ თავმოყრილია ეროტიკული შინაარის ქანდაკებები, ფრესკები და სხვადასხვა ნივთები, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის არ არის განკუთვნილი. მათ შორის გამორჩეულია ამულეტები ძველი პომპეიდან. დიდფალოსიანი პანის ფორმის ქანდაკებები ძველ რომში ფართოდ იყო გავრცელებული და ძირითადად ავი სულებისგან თავის დასაცავად გამოიყენებოდა. აი, ისინიც:
p.s. ჰქონდათ თუ არა მათ სხვა დანშნულება, ავი სულების დაფრთხობის გარდა, ამაზე ლაპარაკი არ ღირს
January 9, 2012 2 Comments
ამ დღეებში გადავაწყდი საინტერესო მონაცემებს, რომელიც რაჭის მოსახლეობის რაოდენობასა და მის ეთნიკურ შემადგენლობას ეხება. 1926 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად, რაჭაში 66768 ადამიანი სახლობდა(11630 კომლი). ადმინისტრაციული მოწყობის მხრივ რაჭა დაყოფილი იყო ონის, ამბროლაურისა და ჭრებალოს რაიონებად. ჭრებალოს რაიონი დამატებით 3 სასოფლო თემსაც მოიცავდა, რომელიც დღეს ლეჩხუმსა და იმერეთს ეკუთვნის(ალპანა, მექვენა და ტვიში). განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქ ონის ეთნიკური შემადგენლობა: ქართველი -1488, ებრაელი -1176, სომეხი-229, რუსი-19.
რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, გ. ბოჭორიძე თბ. 1994, გვ 155
January 8, 2012 Leave a comment
1918 წელს დიდი დაპირისპირება მომხდარა სვანებსა და მთარაჭველებს შორის, ღებელთა ხარები(270 სული) რიონის სათავის მიმდებარე ტერიტორიიდან სვანებს მოუტაცნიათ და სვანეთის სხვადასხვა მხარეში დაუნაწილებიათ. საქართველოში, რომელსაც დამოუკიდებლობა ახალი გამოცხადებული ჰქონდა, არავის ეცალა ამ ინციდენტის გამოსაძიებლად და ხალხს საკუთარი ძალებით უცდია საქონლის უკან დაბრუნება. ნაწილს ამის გაკეთება იარაღით, ნაწილს კი მოლაპარაკების გზით სურდა. საბოლოოდ, გადაწყვიტეს “დელეგაციის” გაგზავნა, რომელშიც 5 პიროვნება შეიყვანეს: რაჭის მაზრის თავმჯდომარე მალაქია გობეჯიშვილი(ზვიდუკეეთი), მღვდელი ეგნატე მეტრეველი, ივანე გავაშელი(პანტოილეეთი), შოშიტა გობეჯიშვილი(კუნჩიანი) და ერთიც ქალი – ფროსინე ლობჯანიძე. რაჭიდან წასული დელეგაცია უშგულსა და ზემო სვანეთის კიდევ რამოდენიმე თემში ჩასულა, სადაც გაუმართავთ მოლაპარაკება, რომელზეც სვანებს ხარების მხოლოდ მცირე ნაწილის დაბრუნების პირობა მიუციათ, რადგან საქონელი თითქმის მთელ სვანეთსა და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში იყო განაწილებულ-გაყიდული. დავით ლობჯანიძე(კანკალეეთი), რომელიც ამ ამბების მომსწრე იყო, თავის მემუარებში(“ათასი გლეხის დაღუპვა”)ასე აღწერს მოსალაპარაკებლად ჩასულ მცირერიცხოვან რაჭველებს:January 8, 2012 4 Comments
January 6, 2012 1 Comment
წინადაცვეთის ტრადიცია სათავეს უძველესი დროიდან იღებს და ძველ ცივილიზებულ სამყაროში ფართოდ იყო გავრცელებული. მსგავსი ჩვეულება უცხო ხილი არც ჩვენი წინაპრებისთვის ყოფილა და ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტე(484-425) კოლხებს, ეგვიპტელებთან და ეთიოპელებთან ერთად, წინადაცვეთის უძველესი ტრადიციის მქონედ მიიჩნევდა. შემდგომში ეს წესი დღევანდელი ტრაპიზონის მიდამოებში მცხოვრებ მაკრონთა შორისაც კი დამკვიდრებულა. წინადაცვეთა არ წარმოადგენდა უბრალო ტრადიციას, მას უფრო ფართო დატვირთვა ჰქონდა და რელიგიური რიტუალის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელსაც დედამიწის საკმაოდ დიდ ნაწილში დღესაც ასრულებენ; ძირითადად, იუდაიზმისა და ისლამის მიმდევრები. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში იუდაისტები მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობენ და ქართველ მუსლიმთა რაოდენობაც ძალზედ დიდია, წინადაცვეთის ტრადიცია დღესაც არ კარგავს თავის აქტუალობას…