ჩეჩენი დინოზავრის კვერცხები
April 20, 2012 1 Comment
April 20, 2012 1 Comment
ამ ორიოდე დღის წინ, საინტერესო ამბავი მოვიდა კავკასიის ჩრდილოეთ ნაწილიდან – ჩეჩენმა არქეოლოგებმა 60 მილიონის წლის წინანდელ დინოზავრის კვერცხებს მიაგნესო. ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა ხელად აიტაცეს ეს ფაქტი, რამაც ინტერნეტში დისკუსია გამოიწვია. ძალაუნებურად გამახსენდა დაახლოებით 10 წლის წინ ტელევიზორში გასული სიუჟეტი, გურიაში მიკვლეული დრაკონის კვერცხების თაობზე. გურული “არქეოლოგები” ამ ამბით მსოფლიოს გაოცებას გეგმავდნენ; 24 საათი შეუსვენებლივ მუშაობდნენ, მაგრამ ქაფჩა ნაცარში ჩაუვარდათ… კვერცხები ცოცხალი ორგნიზმის კი არა, ქვისა აღმოჩნდა. April 6, 2012 Leave a comment
მაზდეანობა (ზოროასტრიზმი, ცეცხლთაყვანისმცელობა) როგორც რელიგია ძვ.წ. მე-6 საუკუნეში ჩამოყალიბდა. აქემენიდური ირანის დროს იგი სახელმწიფოს წამყვანი რელიგია გახდა, ხოლო განსაკუთრებულ სიძლიერეს ახ.წ. მე-2 საუკუნიდან მიაღწია, ვიდრე არაბთა მიერ ირანის დაპრყრობამდე, როდესაც ისლამმა მას სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა.March 12, 2012 3 Comments
არქეოლოგია უწყინარი პროფესია ნამდვილად არ არის, მითუმეტეს, თუ შავ არქეოლოგიასთან გვექნება საქმე, ეს დიდ რისკებთან იქნება დაკავშირებული. გარდა კანონის დარღვევისა და ციხეში მოხვედრის საშიშროებისა, შესაძლოა მიწის ქვეშაც აღვმოჩნდეთ დაფლულნი. ასე მოუვიდა ეგვიპტეში, სოფელ ნაგ-ჰამადში მცხოვრებ ოჯახს. ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა გადაწყვითა თავისი სახლის სარდაფში არქეოლოგიური გათხრები ეწარმოებინა და დიდი განძისთვისაც მიეგნო. ამისთვის მან თავისი ნათესავები დაიხმარა და როცა “არქეოლოგები” უკვე საკმაო სიღმეზე იყვნენ ჩასულნი, ნიადაგი ჩამოუწვათ და 12 კაციანი “ექსპედიცია” მიწის ქვეშ აღმოჩნდა დამარხული. ეგვიპტელმა მაშველებმა მხოლოდ 2 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს….March 11, 2012 Leave a comment
ბრიტანელმა არქეოლოგებმა ატლანტიკის ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე პატარა კუნძულ წმ. ელენეზე, მონათა სასაფლაოს შესწავლის შედეგად, 5000-მდე ადამიანის ნეშტს მიაკვლიეს. არქეოლოგიური გათხრების დაწყების მიზეზი, რომელმაც მონათვაჭრობის შემზარავი სურათი აღადგინა, ახალი აეროპორტის მშენებლობა გახდა. წმ. ელენეს კუნძული აფრიკის კონტინენტიდან დაახლოებით 1000 მილითაა დაშორებული და წარმოადგენდა პუნქტს, საიდანაც ბრიტანელები მე-19 საუკუნეში აფრიკელ მონებს ამერიკაში გადასაყვანად ამზადებდნენ. მონათა უმეტესობა გემებზე ან კუნძულზე მოწყობილ ბარაკებში, გაუსაძლისი პირობებისა და მონებით მოვაჭრეთა სისასტიკის გამო იხოცებოდა…January 9, 2012 Leave a comment
ბევრმა თქვენგანმა შეიძლება არ იცოდეს იმ საიდუმლო საცავის არსებობა, რომელიც ნეაპოლის არქეოლოგიურ მუზუმშია განთავსებული. საიდუმლო კი ჰქვია, მაგრამ მნახველები არ აკლია.
იქ თავმოყრილია ეროტიკული შინაარის ქანდაკებები, ფრესკები და სხვადასხვა ნივთები, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის არ არის განკუთვნილი. მათ შორის გამორჩეულია ამულეტები ძველი პომპეიდან. დიდფალოსიანი პანის ფორმის ქანდაკებები ძველ რომში ფართოდ იყო გავრცელებული და ძირითადად ავი სულებისგან თავის დასაცავად გამოიყენებოდა. აი, ისინიც:
p.s. ჰქონდათ თუ არა მათ სხვა დანშნულება, ავი სულების დაფრთხობის გარდა, ამაზე ლაპარაკი არ ღირს
January 6, 2012 1 Comment
წინადაცვეთის ტრადიცია სათავეს უძველესი დროიდან იღებს და ძველ ცივილიზებულ სამყაროში ფართოდ იყო გავრცელებული. მსგავსი ჩვეულება უცხო ხილი არც ჩვენი წინაპრებისთვის ყოფილა და ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტე(484-425) კოლხებს, ეგვიპტელებთან და ეთიოპელებთან ერთად, წინადაცვეთის უძველესი ტრადიციის მქონედ მიიჩნევდა. შემდგომში ეს წესი დღევანდელი ტრაპიზონის მიდამოებში მცხოვრებ მაკრონთა შორისაც კი დამკვიდრებულა. წინადაცვეთა არ წარმოადგენდა უბრალო ტრადიციას, მას უფრო ფართო დატვირთვა ჰქონდა და რელიგიური რიტუალის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელსაც დედამიწის საკმაოდ დიდ ნაწილში დღესაც ასრულებენ; ძირითადად, იუდაიზმისა და ისლამის მიმდევრები. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში იუდაისტები მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობენ და ქართველ მუსლიმთა რაოდენობაც ძალზედ დიდია, წინადაცვეთის ტრადიცია დღესაც არ კარგავს თავის აქტუალობას…January 4, 2012 2 Comments
სექსის გამო რომ ადამიანები უძველესი დროიდანვე მზად იყვნენ გაეღოთ დიდძალი ქონება, მემგონი ყველასთვის ცნობილია. რამდენიმე დღის წინ კი, ლონდონში 37 წლის რეჯის ქურსანმა მეტალო-დეტექტორის მეშვეობით შემთხვევით აღმოაჩინა მონეტა, რომელზეც ქალსა და მამაკაცს შორის ინტიმური ურთიერთობის სცენაა გამოსახული. ერთი შეხედვით უწყინარი, ეროტიული შინაარსით დატვირთული ნივთი რომაელების მიერ საროსკიპოებში შესასვლელად გამოიყენებოდა. ქურსანის მიერ ნაპოვნი მონეტა დაახლოებით 2000 წლისაა და ბრიტანეთში მისი აღმოჩენის პირველი შემთხვევაა, თუმცა რომის იმპერიის ტერიტორიაზე ფართოდ იყო გავრცელებული. მონეტის მეორე მხარეს დატანილია ციფრი 14, რაც იმ თანხის ექვივალენტი უნდა იყოს, რომელიც ამ მონეტაში იქნა გადახდილი. ეს მონეტა კლიენტს ერთი დღის სიამოვნებას მიანიჭებდა, თანაც იმ პოზაში, რომელიც მასზე იყო გამოსახული. რეჯისმა აღნიშნული მონეტა საჩუქრად ლონდონის მუზეუმს გადასცა, სადაც სამი თვის განმავლობაში იქნება გამოფენილი და თავისი უნიკალურობის წყალობით, სავარაუდოდ, მნახველი არ მოაკლდება…
January 4, 2012 Leave a comment
“თავმოჭრილები”, ეს ტერმინი ზუსტად შეესატყვისება იმ არქეოლოგიურ აღმოჩენას, რომელიც 2009 წელს მოხდა ინგლისის პატარა ქალაქ ვეიმოუთში (ქვეყნის სამხრეთი ნაწილი, დორსეთის ქაუნთი). 54 მამაკაცის თავმოკვეთილი ჩონჩხი დიდი ზომის ორმოში იყო ჩაყრილი. მათი თავის ქალები(51) ორმოს ერთ მხარეს მოქცეულიყო, რაც მიანიშნებდა იმას, რომ ამ ადამიანებს ორმოში ჩაგდებამდე მოაჭრეს თავები. რადიოკარბონულმა დათარიღებამ ეს კოლექტიური სამარხი ახალი წელთაღრიცხვით 910 და 1030 წლებს შორის მოათავსა, ანუ იმ პერიოდში როდესაც დღევანდელი ინგლისის სამხრეთი ნაწილი დანიაში დამკვიდრებული ვიკინგების თავდასხმებს განიცდიდა. ინგლისელ მეცნიერებში უკვე ეჭვს აღარ იწვევს ის, რომ თავმოკვეთილი ჩონჩხები ინგლისში შეჭრილი ვიკინგთა ერთერთი რაზმის წევრებს ეკუთვნით, რომელთა შეპყრობაც ადგილობრივებმა მოახერხეს და შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. ქიმიურმა ანალიზებმა ეს მოსაზრება გაამყარა; 54 მიცვალებულიდან 10 ისეთ კლიმატურ პირობებში იყო დაბადებულ-გაზრდილი, რომელიც დღევანდელი ნორვეგიის ტერიტორიას – ვიკინგების სამშობლოს შეეფერება. ანალიზებით ასევე დადგინდა “თავმოჭრილთა” მიახლოებითი ასაკი. მათი აბსოლუტური უმრავლესობა 25 წლამდე ახალგაზრდები იყვნენ…
December 30, 2011 3 Comments
December 28, 2011 Leave a comment