“პიდარასტები მოდიან” – ჰომოფობია

   ჰომოფობია ის მისტიური ტერმინია, რომლითაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის რამდენიმე ათეული მოქალაქე და მათი დამცველი  საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას “ამკობს”. არადა, ტერმინი “ჰომო” ძველ ბერძნულად იგივეს, მსგავსს აღნიშნავდა, ხოლო “ფობია” კი – შიშს. რამდენად “მსგავსნი” არიან გეები, ლესბოსელები და ტრანსექსუალები, თქვენ თვითონ განსაჯეთ…

   ამ საკითხის გააქტიურება დღევანდელ მსვლელობას მოჰყვა, რომელშიც მონაწილეობა 20-მდე არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანმა მიიღო და “ჰომოფობიასთან” ბრძოლის დღეს ეძღვნებოდა. მათ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიასთან სასულიერო პირები, მმკ-სა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები გადაეღობნენ, რომელთანაც ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საბოლოოდ, ვითარება საპატრულო პოლიციამ განმუხტა…

  მიუხედავად იმისა, რომ ამ პოსტს ემოციური ზეგავლენის ქვეშ ვწერ, ზოგადად, აგრესია (სიტყვიერი, ფიზიკური), ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს მიმართული, დასაგმობია და აღსაკვეთი… მაგრამ ვინ გამოიწვია ეს დღევანდელი აგრესია? ვინ და იმ 20-მდე არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მოქალაქემ, რომელთა ქმედება შეიძლება შეფასდეს როგორც პროვოკაცია. როცა იცი, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილში შემი ქმედება აგრესიას გამოიწვევს, რაც სისხლისღვრამდეც კი შეიძლება მივიდეს და მას მაინც განახორციელებ, ეს ნიშნავს რომ შეგნებულ პროვოკაციაზე მიდიხარ…

   ამ პროვოკატორებმა დღეს თავიანთ მიზანს მიაღწიეს. ტელევიზიებმა, გაზეთებმა, ინტერნეტ გამოცემებმა და სოციალურმა ქსელებმა ყველა მათგანი “პოპულარულად” აქცია და უკვე ჭკუის დარიგებაც დაგვიწყეს, ვერ ეღირსებით ევროკავშირს, ნატოს და სხვა ევროპულ თუ არაევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციასო. თითქოს ეს ინტეგრაციის გზა სასქესო ორგანოებზე გადიოდეს…. მოკლედ, რადიო 105-სა არ იყოს, პიდარასტები მოდიან! :D

ჩეჩენი დინოზავრის კვერცხები

   ამ ორიოდე დღის წინ, საინტერესო ამბავი მოვიდა კავკასიის ჩრდილოეთ ნაწილიდან – ჩეჩენმა არქეოლოგებმა 60 მილიონის წლის წინანდელ დინოზავრის კვერცხებს მიაგნესო.  ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა ხელად აიტაცეს ეს ფაქტი, რამაც ინტერნეტში  დისკუსია გამოიწვია. ძალაუნებურად გამახსენდა დაახლოებით 10 წლის წინ ტელევიზორში გასული სიუჟეტი, გურიაში მიკვლეული დრაკონის კვერცხების თაობზე. გურული “არქეოლოგები” ამ ამბით მსოფლიოს გაოცებას გეგმავდნენ; 24 საათი შეუსვენებლივ მუშაობდნენ, მაგრამ ქაფჩა ნაცარში ჩაუვარდათ… კვერცხები ცოცხალი ორგნიზმის კი არა, ქვისა აღმოჩნდა. :D   ჩეჩნეთში მიკვლეული “დინოზავრის კვერცხების” ნაწილი ანალიზებისთვის მოსკოვში გაგზავნეს, საიდანაც მოვიდა პასუხი, რომ ესენი კვერცხები კი არა, კირქვის ფორმაციები არიან, რომელთაც დროთა განმავლობაში ელიფსური, ოვალური და სფერული ფორმები მიიღესო….

  P.S. გურიისა არ იყოს, ჩეჩნეთიც აბდალი ხალხითაა დასახლებული და კვერცხებისა და ქვის ერთმანეთში აღრევა ალბათ არ უნდა გაგვიკვირდეს…. :D

მაზდეანური დაკრძალვის რიტუალი კავკასიაში

   მაზდეანობა (ზოროასტრიზმი,  ცეცხლთაყვანისმცელობა) როგორც რელიგია ძვ.წ. მე-6 საუკუნეში ჩამოყალიბდა. აქემენიდური ირანის დროს იგი სახელმწიფოს წამყვანი რელიგია გახდა, ხოლო განსაკუთრებულ სიძლიერეს ახ.წ. მე-2 საუკუნიდან მიაღწია, ვიდრე არაბთა მიერ ირანის დაპრყრობამდე, როდესაც ისლამმა მას სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა.
მაზდეანებს დაკრძალვის თავისებური რიტუალი ჰქონდათ, რომელიც რეგიონების მიხედვით თავისებურებებით ხასიათდებოდა, მაგრამ ყველგან იკრძალებოდა მიცვალებულის მიწაში დამარხვა ან კრემაცია (დაწვა). მიცვალებულს ფრინველთა და ცხოველთა საჯიჯგნად ტოვებდნენ. ეს განპირობებული იყო მათი უარყოფითი დამოკიდებულებით უსულო სხეულის მიმართ, რომელიც სიბილწისა და ბოროტი ძალების განსახიერებას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ არ შეიძლებოდა მიწის ადამიანის მკვდარი სხეულით წაბილწვა.
მაზდეანობის ჩასახვიდანვე კავკასია ირანული კულტურის უდიდეს გავლენას განიცდიდა, რაც ცეცხლთაყვანისმცემლობის დაწინაურებაშიც გამოიხატა. ქართლში, როგორც ამას იტალიელი ავტორი სილიუს იტალიკი მოწმობს, მიცვალებულთა სხეულებს ძერათა საჯიჯგნად აგდებდნენ. ჰირკანიელებში კი ძერის მაგივრად მსგავს “სამუშაოს” ძაღლი ასრულებდა.
მიუხედავად ისლამის გაძლიერებისა, მოგვიანო პერიოდის კავკასიაში მაზდეანური გავლენა მაინც არ მოსპობილა. ამის დამადასტურებელია ანდალუსიელი ალ-გარნატის(11-12 ს.) ცნობები ზირიჰგარანელებზე, დღენავდელი ყუბაჩების წინაპრებზე(დაღესტნის ერთ-ერთი ხალხი). როდესაც ამ ტომის მამაკაცი გარდაიცვლებოდა, მიწის ქვეშ მოწყობილ შენობაში, მამაკაცთა სპეციალურად გამოყოფილი ჯგუფი მას ასოს მოაჭრიდა, ხოლო ძვლებს ხორცისა და ტვინისგან გამოანთავისუფლებდა. მიცვალებულის ხორცსა და ტვინს ისინი ყვავებს უყრიდნენ და ისრით დარაჯობდნენ, რათა სხვა ფრინველები არ გაკარებოდნენ. ქალების სხეულსაც მსგავსი მეთოდით ამუშავებდნენ, ოღონდ მათი ხორცით მხოლოდ ძერებს კვებავდნენ.
ეს ცნობები უდავოდ მაზდეანობის დიდი გავლენის მანიშნებელია, რომელიც ირანში აკრძალვის მიუხედავად, საუკუნეების განმავლობაში შემორჩა კავკასიას, განსაკუთრებით კი მის ჩრდილოეთ ნაწილს.

თვითმკვლელობა facebook-ში

   31 წლის ტაივანელმა კლერ ლინმა თავისი სიცოცხლე ფეისბუქზე, მეგობრებთან საუბრის დროს მოისწრაფა. გამოძიებამ თვითმკვლელობის ერთ-ერთ მიზეზად “ბოიფრენდთან” ურთიერთობის გაფუჭება დაასახელა. კლერის ფეისბუქის სტატუსები პარტნიორის მისამართით უკმაყოფილების გამომხატველი იყო, რადგან მის დაბადების დღეზე მისვლა ვერ მოახერეხა. პირველად კლერის გვამს სწორედ მეორე დღეს მასთან მისულმა შეყვარებულმა მიაკვლია.

   კლერი ფეისბუქის ჩათში ბოლოს 9 მეგობარს ელაპარაკა, რომელთაც უთხრა თვითმკვლელობის შესახებ, მაგრამ მათ არაფერი მოიმოქმედეს მის გადასარჩენად და არც პოლიციაში დაურეკავთ. კლერმა ფეისბუქზე სურათი ატვირთა, რომელზეც მომწამლავი აირით სავსე ოთახი იყო აღბეჭდილი. მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა ფანჯრის გაღება და ოთახის განიავება სთხოვა, რაზეც ლინისგან პასუხად მიიღო: “გაზი ძალზე მხუთავია. ის ჩემს თვალებს ცრემლით ავსებს. გთხოვ, მეტი აღარ მომწერო…”

   ფეისბუქის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მწუხარების წერილში აღნიშნულია, რომ მათ დახმარების გვერდზე სუიციდის პრევენციის 20 ქვეყნის ცხელი ხაზი და ვებ-გვერდი აქვთ მითითებული, მათ შორის ტაივანისაც.

   გარდაცვლილის უკანასკნელის სიტყვები, რომელიც ფეისბუქზე დაიწერა, შემდეგი იყო: “უკვე გვიანია. ოთახი სავსეა მომწამლავი გაზით. ავტვირთე ახალი სურათი. მიუხედავად იმისა, რომ ვკვდები, ფეისბუქს მაინც ვერ ვეშვები. ეს ალბათ FB-ის შხამია. ჰაჰა.”

ჩაიმარხნენ…

   არქეოლოგია უწყინარი პროფესია ნამდვილად არ არის, მითუმეტეს, თუ შავ არქეოლოგიასთან გვექნება საქმე, ეს დიდ რისკებთან იქნება დაკავშირებული. გარდა კანონის დარღვევისა და ციხეში მოხვედრის საშიშროებისა, შესაძლოა მიწის ქვეშაც აღვმოჩნდეთ დაფლულნი. ასე მოუვიდა ეგვიპტეში, სოფელ ნაგ-ჰამადში მცხოვრებ ოჯახს. ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა გადაწყვითა თავისი სახლის სარდაფში არქეოლოგიური გათხრები ეწარმოებინა და დიდი განძისთვისაც მიეგნო. ამისთვის მან თავისი ნათესავები დაიხმარა და როცა “არქეოლოგები” უკვე საკმაო სიღმეზე იყვნენ ჩასულნი, ნიადაგი ჩამოუწვათ და 12 კაციანი “ექსპედიცია” მიწის ქვეშ აღმოჩნდა დამარხული. ეგვიპტელმა მაშველებმა მხოლოდ 2 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს….

მონათა კუნძული…

   ბრიტანელმა არქეოლოგებმა ატლანტიკის ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე პატარა კუნძულ წმ. ელენეზე, მონათა სასაფლაოს შესწავლის შედეგად, 5000-მდე ადამიანის ნეშტს მიაკვლიეს. არქეოლოგიური გათხრების დაწყების მიზეზი, რომელმაც მონათვაჭრობის შემზარავი სურათი აღადგინა, ახალი აეროპორტის მშენებლობა გახდა.  წმ. ელენეს კუნძული აფრიკის კონტინენტიდან დაახლოებით 1000 მილითაა დაშორებული და წარმოადგენდა პუნქტს, საიდანაც ბრიტანელები მე-19 საუკუნეში აფრიკელ მონებს ამერიკაში გადასაყვანად ამზადებდნენ.  მონათა უმეტესობა გემებზე ან კუნძულზე მოწყობილ ბარაკებში, გაუსაძლისი პირობებისა და მონებით მოვაჭრეთა სისასტიკის გამო იხოცებოდა…

   წმ. ელენას კუნძული მე-19 საუკუნის ატლანტიკის ოკეანის სავაჭრო სისტემაში მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა. აღნიშნული სისტემა 3 ეტაპიანი იყო: ბრიტანული გემებს აფრიკაში ევროპული ნაწარმი ჩაჰქონდათ, შემდეგ აფრიკელი მონები გადაჰყავდათ ამერიკის კონტინენტზე. ხოლო ამერიკიდან კი სხვადასხვა წიაღისეულის ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ ევროპაში.

   არქეოლოგებმა ჯერ-ჯერობით 325 ადამიანის ნეშტს მიაკვლიეს, რომელთაგან კუბოში მხოლოდ 5 იყო დაკრძალული (4 ჩვილი და ერთი მოზარდი). დანარჩენები კი უბრალო ორმოებში იყვნენ ჩაყრილი..  რიგ შემთხვევებში დედები შვილებთან ერთად არიან დაკრძალულნი. დოქტორ ენდრიუ პირსონის მონაცემებით მიცვალებულთა 83% ბავშვები, მოზარდები და ახალგაზრდა ადამიანები იყვნენ… ეს არცაა გასაკვირი რადგან მონებით მოვაჭრენი უპირატესობას სწორედ ახალგაზრდებს ანიჭებდნენ…

    წმ. ელენეს კუნძული მარტო ამ შემზარავი ისტორიით როდია ცნობილი. 1815 წელს ბრიტანელებმა იქ ნაპოლეონ ბონაპარტი გადაასახლეს, რომელიც ამავე კუნძულზე 1821 წელს დაიღუპა.

რაჭული რადო-რადო (ტექსტი)

რადო, რადო, რადო, რადო,
რადო, რადო, ვოისავ რადო,

ოჰო ჰოი რადო

რადო, რადო, რადო, რადო,
დიდო რადო, ვოისავ რადო,

ოჰო ჰოი რადო

მოდი ვანო, მამყე ძია, ქონდარა და ნამგალა(6ჯერ)

გოუსვი და გაუსვი, გოუსვი და მოუსვი
ხან ცერი და ხან ქუსლი,

გოუსვი და მოუსვი
გოუს, გოუს გეგაძე, გოუს გოუს ცერაძე,

ხომ იცოდი წაგაქცევდა კოსტა მაისურაძე.

გოუს, გოუს, გოუს, გოუს, გოუს, გოუს ცერაძე,
ხო იცოდი წაგაქცევდა კოსტა მაისურაძე
გოუს, გოუს, გოუს, გოუს, გოუს, გოუს ცერაძე,
ხო იცოდი წაგაქცევდა კოსტა მაისურაძე

ტაში, ტაში, ტაშალა და ბოშმა ხელი გაშალა,
ტაში, ტაში, ტაშალა და ბოშმა ხელი გაშალა,
ფეხი ისე გაიქნია ხალხი გვერდზე გაშალა,
ფეხი ისე გაიქნია ხალხი გვერდზე გაშალა,

ტაში ტუში, ტაში ტუში, ტაში ტუში ტაშალა(4-ჯერ)

გააგანა, გასტაკანა, განდაგანა, განდაგა (4 -ჯერ)

ეგ დაირა უკრავს ქალო, ათამაშე მკლავი გან,
ოღროჩოღროს ჩამოუვლის ხირხონელი ყარამანა.

დაირა და განდაგანა, გადმოხტება ყარამანა,
გერუშა და ყარამანა დაუვლიან განდაგანა.

განდაგანა, განდაგანა, განდაგანა, განდაგან(3-ჯერ)

გოუს, გოუს, გოუს, გოუს, გოუს, გოუს ცერაძე,
ხო იცოდი წაგაქცევდა კოსტა მაისურაძე
გოუს, გოუს, გოუს, გოუს, გოუს, გოუს ცერაძე,
ხო იცოდი წაგაქცევდა კოსტა მაისურაძე.

ტაში ქალო პრანჭია და ითამაშე მანჭია,
ფეხი განზე აქნიე და ათამაშე კანჭია.
ტაში ქალო პრანჭია და ითამაშე მანჭია,
ფეხი განზე აქნიე და ათამაშე კანჭია.

ეგ დაირა უკრავს ქალო, ათამაშე მკლავი განა,
ოღრო-ჩოღროს ჩამოუვლის ხირხონელი ყარამანა.

დაირა და განდაგანა, გადმოხტება ყარამანა,
გერუშა და ყარამანა დაუვლიან განდაგანა.

გარმონუკა აწრიპინე, ათამაშე თითებიო,
ოღრო-ჩოღროს დაუვლიან ხირხონელი ბიჭებიო.

გააგანა, განდაგანა, განდაგანა, განდაგან (4-ჯერ)

ტაში ბოშო გულქანა, ნეტა შენი თავი მომცა ჩემი სახლის უკანა.

ტაში ბოშო გულქანაო, ლამაზო და მსუქანა,

ნეტა შენი თავი მომცა ჩემი სახლის უკანა,
ნეტა შენი თავი მომცა ჩემი სახლის უკანა.

აკვიატებული ლექსი

მე, ქართველი ბუხაიძე,
ბალყარეთის მთებში ვწევარ…
რომ შემეძლოს საფლავიდან,
ძმებო, მხრების წამოწევა,

მე სიცოცხლეს ხელმეორედ
შევწირავდი მშობელ მხარეს,
შევწირავდი იმავ მიწას,
დღეს რომ გულზე დამაყარეს.

ვინც დამხედოთ, გადაეცით
საქართელოს მთებს და ველებს,
რომ მისი ძე, ბუხაიძე,
აქა ვჟლეტდი სისხლის მსმელებს;

არ ვუშვებდი დარიალთან
გააფთრებულ ყვითელ გველებს…
მე საფლავში არა ვწევარ,
აქ დარაჯად დამაყენეს.

და ვუბარებ ყოველ ქართველს:
მისი წმინდა ვალი არი –
მოკვდეს, მაგრამ მკერდით შეჰკრას
დერბენდი და დარიალი.

ირაკლი აბაშიძე, 1942 წ.

ელექტრონული სიგარეტი პირში აუფეთქდა

   ამ ბოლო დროს პანდორას ყუთში, რომელსაც ჩვენ ტელევიზორს ვეძახით, მომრავლდა ელექტრონული სიგარეტის რეკლამები.. ალბათ, ყველას გვსმენია: გრინსმოუქი, გადმოდი მწვანეზე და ა.შ. სწორედაც რომ მწვანეზე გადასვლა სცადა ამერიკელმა თომ ჰოლოვეიმ, მაგრამ საბოლოო ჯამში კბილების გარეშე, ნახევრად წაგლეჯილი ენისა და სახის კანის დამწვრობების ამარა დარჩა. რას იფიქრებდა 57 წლის ფლორიდელი, რომ სიგარეტისთვის თავის დანებების სურვილი ამ ფასად დაუჯდებოდა? ამიტომ, თუ გადაწყვიტეთ სიგარეტის გადაგდება, გამოიჩინეთ ნებისყოფა და გადააგდეთ… თუ არადა, კბილებს და ენას მაინც გაუფრთხილდით და ნუ ჩაიდებთ ელექტრონულ სიგარეტს პირში. :D

დაწვრილებით: http://abcnews.go.com/Health/electric-cigarette-explodes-fla-mans-face/story?id=15645605#.T0DKIuWqE3w

საქართველოს რომელი მხარეა ყველაზე ლამაზი?

Follow

Get every new post delivered to your Inbox.