RSS

LGBT-ს დარბევა (+18)

ქართული საზოგადოების რადიკალური ნაწილის რეაქცია LGBT ორგანიზაციებისა და ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ:

 

 

 

 

 

 

 
დატოვე კომენტარი

Posted by on მაისი 17, 2013 in General

 

ტინტრაკა მერკელი (+21)

563658_519954694718114_991795586_n

ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც სამი ტინტრაკა “მანდილოსანია” აღბეჭდილი. თუ დავიჯერებთ და მარცხნივ ნამდვილად გერმანიის პირველი მდედრი კანცლერი ანგელა მერკელია აღბეჭდილი (ძალიან კი ჰგავს), არცთუ ისე შორეულ წარსულში საკმაოდ “სექსუალური” ქალბატონი ყოფილა.

P.S. ტინტრაკა რაჭული სიტყვაა და შიშველს ნიშნავს 😀

 
%(count)s კომენტარი

Posted by on მარტი 31, 2013 in General

 

ბულბულ-სტალინი

museum-of-communism-stalin-small-61379   დიქტატორულ უნარ-ჩვევებთან ერთად, ხმაც ჩინებული ჰქონია ამხანაგ სტალინს. 1939 წელს, მისი დაბადებიდან 60 წლის აღსანიშნავად მოწყობილ პრივატულ party-ზე, რომელიც მოსკოვის სიახლოვეს მდებარე დაჩაზე გაიმართა, საბჭოეთის იმდროინდელი ნაღები საზოგადოება იყო თავმოყრილი. აბა, რომელს შეგიძლიათ ძირძველი ქართული ხალხური სიმღერის (სავარაუდოდ, გაფრინდი შავო მერცხალოს) შესრულებაო? ბელადის შიშით ვერავინ გაბედა ხმის ამოღება. რა გაეწყობა, ისევ მე უნდა ვიმღეროო. დაუწყია და ერთ-ერთი  თვითმხილველის სიტყვებს თუ დავუჯერებთ, საბჭოეთის ბელადი “ჩინებული ტენორი” ყოფილა ….

წყარო:

stalin

The Lewiston Daily Sun – Dec 19, 1939

 
დატოვე კომენტარი

Posted by on მარტი 31, 2013 in General

 

სარდიონად წასვლა

    “სარდიონად წასვლა” –  ამ ტერმინის საინტერესო განმარტებას წავაწყდი თედო სახოკიას ქართული-ხატოვანი სიტყვა-თქმანის(1979წ.) 548-ე გვერდზე: “დაუპატიჟებლად წასვლა სადმე, ურიდობა, კადნიერება, უსირცხვილობა, თავხედობა.”

   “ჩვენებურ ქორწილში სტუმრები მეფიანთაგანაა მოწვეული; არიან მოწვეული დედოფლიანთაგანაც. მაგრამ გამოერევა თავმოყვარეობაზე ხელაღებული კაცი, რომელიც არ დაგიდევთ ამ წესს, აიღირებს თავს და გაერევა მექორწილეებში, ვითომ აქ არაფერიაო! ნეფიანთ ეგონებათ, რომ დედოფლიანთის მხრივაა დაპატიჟებული, ხოლო დედოფლიანნი ფიქრობენ, – ალბათ ნეფიანთ წვეულიაო. კითხვით არავინ შეჰკადრებს – ვინ მოგიწვიათო? სწორედ ასეთი ტიპისა ყოფილა რაჭაში ერთი ვინმე სარდიონ, რომელიც ბევრს არ დაგიდევდათ, – დაპატიჟებდნენ თუ არა ქორწილში. სარდიონს თავი ისე ეჭირა, ვითომ ქუდით იყო მოწვეულ. სარდიონს მიმბაძველებიც აღმოუჩნდნენ, – და ამბობდნენ: მოდი, ამა და ამ ქორწილში სარდიონად წავიდეთო, ხოლო სარდიონად წასვლა გადაიქცა ურიდების, უსირცხვილობის, თავხედობის სინონიმად.”

   P.S. კარგ ქართულ ცხრასართულიან სუფრაზე სარდიონად კი წავიდოდა კაცი.  რა, არა? 😀

 

ნარკო-ძუძუები

ნარკო   თქვენს წინაშეა ორი ხელოვნური ძუძუ, რომელთა მეშვეობითაც პანამელ ქალბატონს კოლუმბიიდან ესპანეთში ნარკოტიკული ნივთიერება გადაჰქონდა. 😀  მანდილოსანი კრიმინალი მაშინ “დაიწვა”, როცა აეროპორტში სასაზღვრო კონტროლის გავლისას დასმულ კითხვებს არადამაჯერებელი პასუხი გასცა. პოლიციამ მას დამატებითი შემოწმება ჩაუტარა და მკერდის არეში ახალი ნაოპერაციები შეატყო. ქალბატონის განცხადებით მას მკერდის გადიდების ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. ამის შეასამოწმებლად იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში. შეამოწმეს და…. შედეგად, 1,38 კილოგრამი კოკაინი. 😀

 
დატოვე კომენტარი

Posted by on დეკემბერი 12, 2012 in გასართობი, General

 

ტიბეტური სიკვდილი

   ამ დღეებში ბიბლიოთეკაში საინტერესო ცნობებს გადავაწყდი მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში გავრცელებულ რიტუალებზე, რომელიც ადამიანის გარდაცვალებასთანაა დაკავშირებული. ტიბეტი, სადაც მოხვედრაზე, ალბათ, ბევრი ოცნებობს, გარდაცვლილი ადამიანის მიმართ ფრიად “ჰუმანური” მოპყრობით გამოირჩეოდა.

  ტიბეტელები საზოგადოების შეძლებული ფენის წარმომადგენელს ყელზე მობმული თოკის მეშვეობით ხეზე კიდებდნენ, სანამ ხორცს ყვავი და სხვა მტაცებელი ფრინველი არ შემოაჭამდა.  ხორცისგან გამოთავისუფლებულ ძვლებს კი იმ მდინარეში ყრიდნენ, საიდანაც სასმელი და დასაბანი წყალი ამოჰქონდათ.

   მდიდარი ტიბეტელები კიდევ უფრო უცნაური წესით “იკრძალებოდნენ”. მათი სხეული წვრილ ნაჭრებად იყოფოდა. ძვლები იწმინდებოდა ხორცისგან და იქამდე იბეგვებოდა, სანამ მთლიანად არ დაიფხვნებოდა. ფხვნილად ქცეულ მასას ტრადიციულ ტიბეტურ საჭმელ ცამბაში ურევდნენ, გაჰქონდათ მთაში და საჯიჯგნად მტაცებელ ფრინველს უყრიდნენ.

   ყველაზე მეტად ღარიბ ტიბეტელებს უმართლებდათ. მათ გარდაცვალებისთანავე პირდაპირ წყალში აგდებდნენ…

 
4 Comments

Posted by on ოქტომბერი 11, 2012 in Archaeology, ისტორია, General

 

ტეგები:

რა არის ჯაკუზი?

ჯაკუზი არის:

😀

 
დატოვე კომენტარი

Posted by on ოქტომბერი 5, 2012 in General