RSS

Category Archives: გასართობი

სარდიონად წასვლა

    “სარდიონად წასვლა” –  ამ ტერმინის საინტერესო განმარტებას წავაწყდი თედო სახოკიას ქართული-ხატოვანი სიტყვა-თქმანის(1979წ.) 548-ე გვერდზე: “დაუპატიჟებლად წასვლა სადმე, ურიდობა, კადნიერება, უსირცხვილობა, თავხედობა.”

   “ჩვენებურ ქორწილში სტუმრები მეფიანთაგანაა მოწვეული; არიან მოწვეული დედოფლიანთაგანაც. მაგრამ გამოერევა თავმოყვარეობაზე ხელაღებული კაცი, რომელიც არ დაგიდევთ ამ წესს, აიღირებს თავს და გაერევა მექორწილეებში, ვითომ აქ არაფერიაო! ნეფიანთ ეგონებათ, რომ დედოფლიანთის მხრივაა დაპატიჟებული, ხოლო დედოფლიანნი ფიქრობენ, – ალბათ ნეფიანთ წვეულიაო. კითხვით არავინ შეჰკადრებს – ვინ მოგიწვიათო? სწორედ ასეთი ტიპისა ყოფილა რაჭაში ერთი ვინმე სარდიონ, რომელიც ბევრს არ დაგიდევდათ, – დაპატიჟებდნენ თუ არა ქორწილში. სარდიონს თავი ისე ეჭირა, ვითომ ქუდით იყო მოწვეულ. სარდიონს მიმბაძველებიც აღმოუჩნდნენ, – და ამბობდნენ: მოდი, ამა და ამ ქორწილში სარდიონად წავიდეთო, ხოლო სარდიონად წასვლა გადაიქცა ურიდების, უსირცხვილობის, თავხედობის სინონიმად.”

   P.S. კარგ ქართულ ცხრასართულიან სუფრაზე სარდიონად კი წავიდოდა კაცი.  რა, არა? 😀

Advertisements
 

ნარკო-ძუძუები

ნარკო   თქვენს წინაშეა ორი ხელოვნური ძუძუ, რომელთა მეშვეობითაც პანამელ ქალბატონს კოლუმბიიდან ესპანეთში ნარკოტიკული ნივთიერება გადაჰქონდა. 😀  მანდილოსანი კრიმინალი მაშინ “დაიწვა”, როცა აეროპორტში სასაზღვრო კონტროლის გავლისას დასმულ კითხვებს არადამაჯერებელი პასუხი გასცა. პოლიციამ მას დამატებითი შემოწმება ჩაუტარა და მკერდის არეში ახალი ნაოპერაციები შეატყო. ქალბატონის განცხადებით მას მკერდის გადიდების ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. ამის შეასამოწმებლად იგი გადაიყვანეს საავადმყოფოში. შეამოწმეს და…. შედეგად, 1,38 კილოგრამი კოკაინი. 😀

 
დატოვე კომენტარი

Posted by on დეკემბერი 12, 2012 in გასართობი, General

 

როგორ გაჩნდა თუთუნი

   ერთ კაცს ერთი ბოზი ქალი უყვარდა. უშლიდნენ, მარა მაინც ბოზობდენ. ბოლოს აი ქალი მოკვტა. მისმა საყვარელმა ძაან მეიწყინა. ერთ დღეს ამ კაცმა მისი საყვარლის სამარხთან მივიდა და ნახა, რომ ქალის მუ#%@ზე რაცხა ფართო ფურცლებიანი ბალახი ამოსულა. მოკრიფა ფურცლები, გაახმო, დაშჭრა, ჩაყარა ჩიბუხში, მუუკიდა ცეცხლი და დუუწყო სმაი. აი აქნია ბოზი ქალის უზომო სიყვარულმა. ბოლოს და ბოლოს მიეჩვია და ვეღაც კი უიმისობა. მას მერე გაჩენილა თუთუნი. 😀 😀

 

P.S. ჩაწერილია გურიაში, ჩოხატაურის რაიონში ცალფეხას (გიორგი ლომთათიძე) მიერ XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე..

 

 

 
2 Comments

Posted by on სექტემბერი 14, 2012 in გასართობი

 

რაჭველების ნადირობა დათვზე

   რაჭველები სანადიროდ წევიდნენ. ერთ ტყეში დათვის ბუნაგი ნახეს. დალაპარიკდნენ, რაფერ მოვკლათ დათვიო? ერთი გულადი იყო და შეძვრა ბუნაგში: “ან მოვკლავ, ან გამოვაგდეფო.” დანარჩენები გარეთ უცდიენ. გეიარა კაი ხანი – კაცი არ ჩანდა. ერთმა შეყო თავი, მოკიდა ფეღზე ხელი და გამუათრია. ნახენ – თავი არ აბია. კითხენ: რე უყავო? აფერ ჩივა… დალაპარიკდნენ ერთმანეთში: “ამ კაცს დილას ჰქონდა თავი თუ არაო?” კარქა ვერ დარწმუნდნენ. წეიღენ შინ უთავო აფხანაგი და მის ცოლს კითხენ: “ამ კაცს დილას ჰქონდა თავი თუ არაო?” ქალმა უთხრა: “სავარცხალს კი ეძებდა დილას და თავი თუ არ ქონდა, რათ უნდოდაო?” 😀 😀

 

P.S. ჩაწერილია გურიაში, ჩოხატაურის რაიონში ცალფეხას (გიორგი ლომთათიძე) მიერ XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე..

 

 

 
დატოვე კომენტარი

Posted by on სექტემბერი 13, 2012 in გასართობი

 

ჩეჩენი დინოზავრის კვერცხები

   ამ ორიოდე დღის წინ, საინტერესო ამბავი მოვიდა კავკასიის ჩრდილოეთ ნაწილიდან – ჩეჩენმა არქეოლოგებმა 60 მილიონის წლის წინანდელ დინოზავრის კვერცხებს მიაგნესო.  ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა ხელად აიტაცეს ეს ფაქტი, რამაც ინტერნეტში  დისკუსია გამოიწვია. ძალაუნებურად გამახსენდა დაახლოებით 10 წლის წინ ტელევიზორში გასული სიუჟეტი, გურიაში მიკვლეული დრაკონის კვერცხების თაობზე. გურული “არქეოლოგები” ამ ამბით მსოფლიოს გაოცებას გეგმავდნენ; 24 საათი შეუსვენებლივ მუშაობდნენ, მაგრამ ქაფჩა ნაცარში ჩაუვარდათ… კვერცხები ცოცხალი ორგნიზმის კი არა, ქვისა აღმოჩნდა. 😀   ჩეჩნეთში მიკვლეული “დინოზავრის კვერცხების” ნაწილი ანალიზებისთვის მოსკოვში გაგზავნეს, საიდანაც მოვიდა პასუხი, რომ ესენი კვერცხები კი არა, კირქვის ფორმაციები არიან, რომელთაც დროთა განმავლობაში ელიფსური, ოვალური და სფერული ფორმები მიიღესო….

  P.S. გურიისა არ იყოს, ჩეჩნეთიც აბდალი ხალხითაა დასახლებული და კვერცხებისა და ქვის ერთმანეთში აღრევა ალბათ არ უნდა გაგვიკვირდეს…. 😀

 

რაჭული რადო-რადო (ტექსტი)

რადო, რადო, რადო, რადო,
რადო, რადო, ვოისავ რადო,

ოჰო ჰოი რადო

რადო, რადო, რადო, რადო,
დიდო რადო, ვოისავ რადო,

ოჰო ჰოი რადო

მოდი ვანო, მამყე ძია, ქონდარა და ნამგალა(6ჯერ)

გოუსვი და გაუსვი, გოუსვი და მოუსვი
ხან ცერი და ხან ქუსლი,

გოუსვი და მოუსვი
გოუს, გოუს გეგაძე, გოუს გოუს ცერაძე,

ხომ იცოდი წაგაქცევდა კოსტა მაისურაძე.

გოუს, გოუს, გოუს, გოუს, გოუს, გოუს ცერაძე,
ხო იცოდი წაგაქცევდა კოსტა მაისურაძე
გოუს, გოუს, გოუს, გოუს, გოუს, გოუს ცერაძე,
ხო იცოდი წაგაქცევდა კოსტა მაისურაძე

ტაში, ტაში, ტაშალა და ბოშმა ხელი გაშალა,
ტაში, ტაში, ტაშალა და ბოშმა ხელი გაშალა,
ფეხი ისე გაიქნია ხალხი გვერდზე გაშალა,
ფეხი ისე გაიქნია ხალხი გვერდზე გაშალა,

ტაში ტუში, ტაში ტუში, ტაში ტუში ტაშალა(4-ჯერ)

გააგანა, გასტაკანა, განდაგანა, განდაგა (4 -ჯერ)

ეგ დაირა უკრავს ქალო, ათამაშე მკლავი გან,
ოღროჩოღროს ჩამოუვლის ხირხონელი ყარამანა.

დაირა და განდაგანა, გადმოხტება ყარამანა,
გერუშა და ყარამანა დაუვლიან განდაგანა.

განდაგანა, განდაგანა, განდაგანა, განდაგან(3-ჯერ)

გოუს, გოუს, გოუს, გოუს, გოუს, გოუს ცერაძე,
ხო იცოდი წაგაქცევდა კოსტა მაისურაძე
გოუს, გოუს, გოუს, გოუს, გოუს, გოუს ცერაძე,
ხო იცოდი წაგაქცევდა კოსტა მაისურაძე.

ტაში ქალო პრანჭია და ითამაშე მანჭია,
ფეხი განზე აქნიე და ათამაშე კანჭია.
ტაში ქალო პრანჭია და ითამაშე მანჭია,
ფეხი განზე აქნიე და ათამაშე კანჭია.

ეგ დაირა უკრავს ქალო, ათამაშე მკლავი განა,
ოღრო-ჩოღროს ჩამოუვლის ხირხონელი ყარამანა.

დაირა და განდაგანა, გადმოხტება ყარამანა,
გერუშა და ყარამანა დაუვლიან განდაგანა.

გარმონუკა აწრიპინე, ათამაშე თითებიო,
ოღრო-ჩოღროს დაუვლიან ხირხონელი ბიჭებიო.

გააგანა, განდაგანა, განდაგანა, განდაგან (4-ჯერ)

ტაში ბოშო გულქანა, ნეტა შენი თავი მომცა ჩემი სახლის უკანა.

ტაში ბოშო გულქანაო, ლამაზო და მსუქანა,

ნეტა შენი თავი მომცა ჩემი სახლის უკანა,
ნეტა შენი თავი მომცა ჩემი სახლის უკანა.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on თებერვალი 29, 2012 in გასართობი, General

 

ელექტრონული სიგარეტი პირში აუფეთქდა

   ამ ბოლო დროს პანდორას ყუთში, რომელსაც ჩვენ ტელევიზორს ვეძახით, მომრავლდა ელექტრონული სიგარეტის რეკლამები.. ალბათ, ყველას გვსმენია: გრინსმოუქი, გადმოდი მწვანეზე და ა.შ. სწორედაც რომ მწვანეზე გადასვლა სცადა ამერიკელმა თომ ჰოლოვეიმ, მაგრამ საბოლოო ჯამში კბილების გარეშე, ნახევრად წაგლეჯილი ენისა და სახის კანის დამწვრობების ამარა დარჩა. რას იფიქრებდა 57 წლის ფლორიდელი, რომ სიგარეტისთვის თავის დანებების სურვილი ამ ფასად დაუჯდებოდა? ამიტომ, თუ გადაწყვიტეთ სიგარეტის გადაგდება, გამოიჩინეთ ნებისყოფა და გადააგდეთ… თუ არადა, კბილებს და ენას მაინც გაუფრთხილდით და ნუ ჩაიდებთ ელექტრონულ სიგარეტს პირში. 😀

დაწვრილებით: http://abcnews.go.com/Health/electric-cigarette-explodes-fla-mans-face/story?id=15645605#.T0DKIuWqE3w

 
3 Comments

Posted by on თებერვალი 19, 2012 in გასართობი, General