RSS

Category Archives: გასართობი

ტატუ ქალის სხეულზე

 სხვისა რა მოგახსენოთ და მე, როგორც რიგით რაჭველს, მიმაჩნია, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ტატუირება  ძალიან უხდებათ (ზომიერების ფარგლებში). მაგრამ, არის მომენტები როცა ზღვარს გადაცილებული ტატუირება გულის რევის შეგრძნებას იწვევს.  გთავაზობთ “საზიზღარ” ტოპ 5-ეულს!

 

აი, ისინიც:

 

 N5

N4

 N3

N2

N1

 
5 Comments

Posted by on იანვარი 30, 2012 დუიმი გასართობი

 

შავკანიანი რაჭველები

 
დატოვე კომენტარი

Posted by on იანვარი 23, 2012 დუიმი გასართობი, General

 

ტეგები: , , , , , , ,

რაჭველი აფერისტი

   აფრასიონასთან მიდის ქალი და ეუბნება: “გუშინ მამაშენი მესიზმრა; საწყალს კისერზე დიდი ქვა ეკიდა და შენთან დამაბარა, ჩემი შვილის ცოდვების გამო ვიტანჯები და უთხარი, თავი გაანებოს ხალხის მოტყუებასო”. აფრასიონამ ჩაიცინა და უთხრა, სულ რომ ქვაფთათანა ჩამოკიდონ კისერზე, ხალხის მოტყუებას მაინც არ მოვეშვებიო 😀

 

პ.ს. ქვაფთათანას, აი, ამ ლოდს ეძახიან:

 

 
2 Comments

Posted by on იანვარი 22, 2012 დუიმი გასართობი, General

 

ტეგები: , , , ,

რაჭველი ფემინისტები


 
დატოვე კომენტარი

Posted by on იანვარი 17, 2012 დუიმი გასართობი, General

 

რაჭული თვალით დანახული “სილამაზე”

რაჭველებს რომ სილამაზის აღქმის საუკეთესო უნარი გვაქვს, ეს მეცნიერებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს. ქვემოთ მოყვანილია ის 5-ეული, რომელიც “სილამაზის კუთხით” საუკეთესოდ მიმაჩნია. 🙂

 N5 გუგულეთუ სოფია მბათა

N4 ჯიუელ სთეითი

N3 როზამუნდ პაიკი

N2 ქელი ჰუ

N1   შირი აფლები

პ.ს. გემოვნებაზე არ დავობენ 🙂

 
5 Comments

Posted by on იანვარი 15, 2012 დუიმი გასართობი

 

კახური ანეკდოტები

გურჯაანის აეროპორტში უცხოელი სტუმარი ჩამოვიდა თვითმფრინავიდან. მის შესახვედრად ზღვა ხალხი გაემართა.

მიხომ იკითხა:

– ვინ არის ის კაცი, ამდენი ხალხი რომ დახვდა?

– არაბია!

– ამის დედა ვატირე, თუ არ აბია, ამდენი ქალი რას დასდევს? 😀

 

გუშინ სამძიმარზე ისეთი ყვავილები მოიტანეს მიცვალებული თითონ ადგა გამოსართმევადო. 😀

 

მიცვალებული ისეთი მახინჯი იყო ჭირისუფალი კუხნიდანა ტიროდაო. 😀

 

 გურჯაანელს დინამიტი აუფეთქდა და ერთ ხელზე სამი თითი მოსწყვიტა.. მაგის მერე “ფანჯი-დუს” ეძახიან 😀

 

რასა შვები, ჯო?
რაცა ვჭამე, ჯო, სხვა რა უნდა ვქნა 😀

 

 

 
დატოვე კომენტარი

Posted by on იანვარი 13, 2012 დუიმი გასართობი

 

“უცნაური” ტრადიციები

   დედამიწის ზურგზე ბევრი “უცნაური” ხალხი თუ ტომი ცხოვრობს, რომელთა კულტურა, ყოველდღიური ცხოვრების წესი მუდმივი დაკვირვების ქვეშაა. რამოდენიმე საუკუნის წინ კი ასეთი ტომების რაოდენობა გაცილებით დიდი და ტერიტორიულად უფრო ფართო იყო. გამონაკლისს არც ქართველთა წინაპარი და მონათესავე ტომები წარმოადგენდნენ, რომელთა ზოგიერთ წეს-ჩვეულებას გაკვირვებაში მოჰყავდა უცხოელები. ამ კუთხით ყველაზე  გამორჩეულნი ტიბარენები და მოსინიკები იყვნენ. ისინი სამხრეთ შავიზღვისპირეთის მთიან ნაწილებში ცხოვრობდნენ.  აპოლონიოს როდოსელი(ძვ.წ. III ს.) თავის “არგონავტიკაში” შემდეგნაირად ახასიათებს ტიბარენებს:

 

“ამ ქვეყანაში ერთი წესია: ქალს რომ ეწყება მშობიარობა,

კაცი ჩაწვება ცოლის ლოგინში, კვნესის და კივის თავშეხვეული,

მელოგინე კი თავს დასტრიალებს, უვლის, უმზადებს ნუგბარ საჭმელებს;

მშობიარობა რომ დასრულდება, პატივის ნიშნად აბანოს უწყობს.”

 

ხოლო მოსინიკებზე წერს შემდეგს:

 

 კაცს არ სცხვენია ცოლთან ქუჩაში შეკავშირება, თითქოს ღორია;

ვისა აქვს ხალხის ხათრი და რიდი! ვინ ვის უყურებს, ვინ რას დაეძებს!

დაგორდებიან და ეძლევიან საყოველთაო სიამოვნებას.

 

 

 

ლენინის გარდაცვალებაზე

ლენინის გარდაცვალებამ შესძრა სრულიად საქართველოს მშრომელი ხალხი. ენით აღუწერელი ტკივილი დასტოვა ჩვენს გულებში პროლეტარიატის დიადმა მამამ.  კასპელ შ. ჯანიაშვილს ისე დასწყვეტია გული, რომ თავიდან არ დაუჯერებია რადიოსთვის, ხოლო როცა ეს ამბავი დადასტურებულა, გამოუთქვამს შემდეგი ლექსი:

გახშირდა რადიოები,
ტელეფონები თანაო,
რუსეთით ამბავ მოსულა:
ლენინი გარდიცვალაო.
იქნებ მოტყუვდა რადიო,
სიტყვა ვერ მოიტანაო?
მაღალსა მთასა ხეებმა
ტოტები დაიხარაო.
ფრინველთ შეწყვიტეს გალობა,
იმათაც იგრძნეს განაო!
ვაგლახ, მომკვდარა ლენინი,
თავისუფლების მამაო.
ნეტავ რა დედამ გაგზარდა
რა პირმა გითხრა ნანაო,
იმ დასაქცევმა სიკვდილმა
რაღა შენ წაგიყვანაო.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on დეკემბერი 24, 2010 დუიმი გასართობი