RSS

Category Archives: Archaeology

ტიბეტური სიკვდილი

   ამ დღეებში ბიბლიოთეკაში საინტერესო ცნობებს გადავაწყდი მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში გავრცელებულ რიტუალებზე, რომელიც ადამიანის გარდაცვალებასთანაა დაკავშირებული. ტიბეტი, სადაც მოხვედრაზე, ალბათ, ბევრი ოცნებობს, გარდაცვლილი ადამიანის მიმართ ფრიად “ჰუმანური” მოპყრობით გამოირჩეოდა.

  ტიბეტელები საზოგადოების შეძლებული ფენის წარმომადგენელს ყელზე მობმული თოკის მეშვეობით ხეზე კიდებდნენ, სანამ ხორცს ყვავი და სხვა მტაცებელი ფრინველი არ შემოაჭამდა.  ხორცისგან გამოთავისუფლებულ ძვლებს კი იმ მდინარეში ყრიდნენ, საიდანაც სასმელი და დასაბანი წყალი ამოჰქონდათ.

   მდიდარი ტიბეტელები კიდევ უფრო უცნაური წესით “იკრძალებოდნენ”. მათი სხეული წვრილ ნაჭრებად იყოფოდა. ძვლები იწმინდებოდა ხორცისგან და იქამდე იბეგვებოდა, სანამ მთლიანად არ დაიფხვნებოდა. ფხვნილად ქცეულ მასას ტრადიციულ ტიბეტურ საჭმელ ცამბაში ურევდნენ, გაჰქონდათ მთაში და საჯიჯგნად მტაცებელ ფრინველს უყრიდნენ.

   ყველაზე მეტად ღარიბ ტიბეტელებს უმართლებდათ. მათ გარდაცვალებისთანავე პირდაპირ წყალში აგდებდნენ…

 
4 Comments

Posted by on ოქტომბერი 11, 2012 in Archaeology, ისტორია, General

 

ტეგები:

ჩეჩენი დინოზავრის კვერცხები

   ამ ორიოდე დღის წინ, საინტერესო ამბავი მოვიდა კავკასიის ჩრდილოეთ ნაწილიდან – ჩეჩენმა არქეოლოგებმა 60 მილიონის წლის წინანდელ დინოზავრის კვერცხებს მიაგნესო.  ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა ხელად აიტაცეს ეს ფაქტი, რამაც ინტერნეტში  დისკუსია გამოიწვია. ძალაუნებურად გამახსენდა დაახლოებით 10 წლის წინ ტელევიზორში გასული სიუჟეტი, გურიაში მიკვლეული დრაკონის კვერცხების თაობზე. გურული “არქეოლოგები” ამ ამბით მსოფლიოს გაოცებას გეგმავდნენ; 24 საათი შეუსვენებლივ მუშაობდნენ, მაგრამ ქაფჩა ნაცარში ჩაუვარდათ… კვერცხები ცოცხალი ორგნიზმის კი არა, ქვისა აღმოჩნდა. 😀   ჩეჩნეთში მიკვლეული “დინოზავრის კვერცხების” ნაწილი ანალიზებისთვის მოსკოვში გაგზავნეს, საიდანაც მოვიდა პასუხი, რომ ესენი კვერცხები კი არა, კირქვის ფორმაციები არიან, რომელთაც დროთა განმავლობაში ელიფსური, ოვალური და სფერული ფორმები მიიღესო….

  P.S. გურიისა არ იყოს, ჩეჩნეთიც აბდალი ხალხითაა დასახლებული და კვერცხებისა და ქვის ერთმანეთში აღრევა ალბათ არ უნდა გაგვიკვირდეს…. 😀

 

მაზდეანური დაკრძალვის რიტუალი კავკასიაში

   მაზდეანობა (ზოროასტრიზმი,  ცეცხლთაყვანისმცელობა) როგორც რელიგია ძვ.წ. მე-6 საუკუნეში ჩამოყალიბდა. აქემენიდური ირანის დროს იგი სახელმწიფოს წამყვანი რელიგია გახდა, ხოლო განსაკუთრებულ სიძლიერეს ახ.წ. მე-2 საუკუნიდან მიაღწია, ვიდრე არაბთა მიერ ირანის დაპრყრობამდე, როდესაც ისლამმა მას სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა.
მაზდეანებს დაკრძალვის თავისებური რიტუალი ჰქონდათ, რომელიც რეგიონების მიხედვით თავისებურებებით ხასიათდებოდა, მაგრამ ყველგან იკრძალებოდა მიცვალებულის მიწაში დამარხვა ან კრემაცია (დაწვა). მიცვალებულს ფრინველთა და ცხოველთა საჯიჯგნად ტოვებდნენ. ეს განპირობებული იყო მათი უარყოფითი დამოკიდებულებით უსულო სხეულის მიმართ, რომელიც სიბილწისა და ბოროტი ძალების განსახიერებას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ არ შეიძლებოდა მიწის ადამიანის მკვდარი სხეულით წაბილწვა.
მაზდეანობის ჩასახვიდანვე კავკასია ირანული კულტურის უდიდეს გავლენას განიცდიდა, რაც ცეცხლთაყვანისმცემლობის დაწინაურებაშიც გამოიხატა. ქართლში, როგორც ამას იტალიელი ავტორი სილიუს იტალიკი მოწმობს, მიცვალებულთა სხეულებს ძერათა საჯიჯგნად აგდებდნენ. ჰირკანიელებში კი ძერის მაგივრად მსგავს “სამუშაოს” ძაღლი ასრულებდა.
მიუხედავად ისლამის გაძლიერებისა, მოგვიანო პერიოდის კავკასიაში მაზდეანური გავლენა მაინც არ მოსპობილა. ამის დამადასტურებელია ანდალუსიელი ალ-გარნატის(11-12 ს.) ცნობები ზირიჰგარანელებზე, დღენავდელი ყუბაჩების წინაპრებზე(დაღესტნის ერთ-ერთი ხალხი). როდესაც ამ ტომის მამაკაცი გარდაიცვლებოდა, მიწის ქვეშ მოწყობილ შენობაში, მამაკაცთა სპეციალურად გამოყოფილი ჯგუფი მას ასოს მოაჭრიდა, ხოლო ძვლებს ხორცისა და ტვინისგან გამოანთავისუფლებდა. მიცვალებულის ხორცსა და ტვინს ისინი ყვავებს უყრიდნენ და ისრით დარაჯობდნენ, რათა სხვა ფრინველები არ გაკარებოდნენ. ქალების სხეულსაც მსგავსი მეთოდით ამუშავებდნენ, ოღონდ მათი ხორცით მხოლოდ ძერებს კვებავდნენ.
ეს ცნობები უდავოდ მაზდეანობის დიდი გავლენის მანიშნებელია, რომელიც ირანში აკრძალვის მიუხედავად, საუკუნეების განმავლობაში შემორჩა კავკასიას, განსაკუთრებით კი მის ჩრდილოეთ ნაწილს.

 

ჩაიმარხნენ…

   არქეოლოგია უწყინარი პროფესია ნამდვილად არ არის, მითუმეტეს, თუ შავ არქეოლოგიასთან გვექნება საქმე, ეს დიდ რისკებთან იქნება დაკავშირებული. გარდა კანონის დარღვევისა და ციხეში მოხვედრის საშიშროებისა, შესაძლოა მიწის ქვეშაც აღვმოჩნდეთ დაფლულნი. ასე მოუვიდა ეგვიპტეში, სოფელ ნაგ-ჰამადში მცხოვრებ ოჯახს. ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა გადაწყვითა თავისი სახლის სარდაფში არქეოლოგიური გათხრები ეწარმოებინა და დიდი განძისთვისაც მიეგნო. ამისთვის მან თავისი ნათესავები დაიხმარა და როცა “არქეოლოგები” უკვე საკმაო სიღმეზე იყვნენ ჩასულნი, ნიადაგი ჩამოუწვათ და 12 კაციანი “ექსპედიცია” მიწის ქვეშ აღმოჩნდა დამარხული. ეგვიპტელმა მაშველებმა მხოლოდ 2 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს….

 
3 Comments

Posted by on მარტი 12, 2012 in Archaeology, General

 

მონათა კუნძული…

   ბრიტანელმა არქეოლოგებმა ატლანტიკის ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე პატარა კუნძულ წმ. ელენეზე, მონათა სასაფლაოს შესწავლის შედეგად, 5000-მდე ადამიანის ნეშტს მიაკვლიეს. არქეოლოგიური გათხრების დაწყების მიზეზი, რომელმაც მონათვაჭრობის შემზარავი სურათი აღადგინა, ახალი აეროპორტის მშენებლობა გახდა.  წმ. ელენეს კუნძული აფრიკის კონტინენტიდან დაახლოებით 1000 მილითაა დაშორებული და წარმოადგენდა პუნქტს, საიდანაც ბრიტანელები მე-19 საუკუნეში აფრიკელ მონებს ამერიკაში გადასაყვანად ამზადებდნენ.  მონათა უმეტესობა გემებზე ან კუნძულზე მოწყობილ ბარაკებში, გაუსაძლისი პირობებისა და მონებით მოვაჭრეთა სისასტიკის გამო იხოცებოდა…

   წმ. ელენას კუნძული მე-19 საუკუნის ატლანტიკის ოკეანის სავაჭრო სისტემაში მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა. აღნიშნული სისტემა 3 ეტაპიანი იყო: ბრიტანული გემებს აფრიკაში ევროპული ნაწარმი ჩაჰქონდათ, შემდეგ აფრიკელი მონები გადაჰყავდათ ამერიკის კონტინენტზე. ხოლო ამერიკიდან კი სხვადასხვა წიაღისეულის ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ ევროპაში.

   არქეოლოგებმა ჯერ-ჯერობით 325 ადამიანის ნეშტს მიაკვლიეს, რომელთაგან კუბოში მხოლოდ 5 იყო დაკრძალული (4 ჩვილი და ერთი მოზარდი). დანარჩენები კი უბრალო ორმოებში იყვნენ ჩაყრილი..  რიგ შემთხვევებში დედები შვილებთან ერთად არიან დაკრძალულნი. დოქტორ ენდრიუ პირსონის მონაცემებით მიცვალებულთა 83% ბავშვები, მოზარდები და ახალგაზრდა ადამიანები იყვნენ… ეს არცაა გასაკვირი რადგან მონებით მოვაჭრენი უპირატესობას სწორედ ახალგაზრდებს ანიჭებდნენ…

    წმ. ელენეს კუნძული მარტო ამ შემზარავი ისტორიით როდია ცნობილი. 1815 წელს ბრიტანელებმა იქ ნაპოლეონ ბონაპარტი გადაასახლეს, რომელიც ამავე კუნძულზე 1821 წელს დაიღუპა.

 

სექსუალური ამულეტები

ბევრმა თქვენგანმა შეიძლება არ იცოდეს იმ საიდუმლო საცავის არსებობა, რომელიც ნეაპოლის არქეოლოგიურ მუზუმშია განთავსებული. საიდუმლო კი ჰქვია, მაგრამ მნახველები არ აკლია. 🙂 იქ თავმოყრილია ეროტიკული შინაარის ქანდაკებები, ფრესკები და სხვადასხვა ნივთები, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის არ არის განკუთვნილი.  მათ შორის გამორჩეულია ამულეტები ძველი პომპეიდან. დიდფალოსიანი პანის ფორმის ქანდაკებები ძველ რომში ფართოდ იყო გავრცელებული და ძირითადად ავი სულებისგან თავის დასაცავად გამოიყენებოდა. აი, ისინიც:

p.s. ჰქონდათ თუ არა მათ სხვა დანშნულება, ავი სულების დაფრთხობის გარდა, ამაზე ლაპარაკი არ ღირს 😀

 

წინადაცვეთა ჩვენს წინაპრებში

  წინადაცვეთის ტრადიცია სათავეს უძველესი დროიდან იღებს და ძველ ცივილიზებულ სამყაროში ფართოდ იყო გავრცელებული. მსგავსი ჩვეულება უცხო ხილი არც ჩვენი წინაპრებისთვის ყოფილა და ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტე(484-425) კოლხებს, ეგვიპტელებთან და ეთიოპელებთან ერთად, წინადაცვეთის უძველესი ტრადიციის მქონედ მიიჩნევდა. შემდგომში ეს წესი დღევანდელი ტრაპიზონის მიდამოებში მცხოვრებ მაკრონთა შორისაც კი დამკვიდრებულა.  წინადაცვეთა არ წარმოადგენდა უბრალო ტრადიციას, მას უფრო ფართო დატვირთვა ჰქონდა და რელიგიური რიტუალის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელსაც დედამიწის საკმაოდ დიდ ნაწილში დღესაც ასრულებენ; ძირითადად, იუდაიზმისა და ისლამის მიმდევრები.  თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში იუდაისტები მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობენ და ქართველ მუსლიმთა რაოდენობაც ძალზედ დიდია,  წინადაცვეთის ტრადიცია დღესაც არ კარგავს თავის აქტუალობას…