RSS

Category Archives: Archaeology

ეროტიკული მონეტა

სექსის გამო რომ ადამიანები უძველესი დროიდანვე მზად იყვნენ გაეღოთ დიდძალი ქონება, მემგონი ყველასთვის ცნობილია. რამდენიმე დღის წინ კი, ლონდონში 37 წლის რეჯის ქურსანმა მეტალო-დეტექტორის მეშვეობით შემთხვევით აღმოაჩინა მონეტა, რომელზეც ქალსა და მამაკაცს შორის ინტიმური ურთიერთობის სცენაა გამოსახული. ერთი შეხედვით უწყინარი, ეროტიული შინაარსით დატვირთული ნივთი რომაელების მიერ საროსკიპოებში შესასვლელად გამოიყენებოდა. ქურსანის მიერ ნაპოვნი მონეტა დაახლოებით 2000 წლისაა და ბრიტანეთში მისი აღმოჩენის პირველი შემთხვევაა, თუმცა რომის იმპერიის ტერიტორიაზე ფართოდ იყო გავრცელებული. მონეტის მეორე მხარეს დატანილია ციფრი 14, რაც იმ თანხის ექვივალენტი უნდა იყოს, რომელიც ამ მონეტაში იქნა გადახდილი. ეს მონეტა  კლიენტს ერთი დღის სიამოვნებას მიანიჭებდა, თანაც იმ პოზაში, რომელიც მასზე იყო გამოსახული. რეჯისმა აღნიშნული მონეტა საჩუქრად ლონდონის მუზეუმს გადასცა, სადაც სამი  თვის განმავლობაში იქნება გამოფენილი და თავისი უნიკალურობის წყალობით, სავარაუდოდ, მნახველი არ მოაკლდება…

 

Advertisements
 
3 Comments

Posted by on იანვარი 4, 2012 in Archaeology, ისტორია, General

 

“თავმოჭრილები”

  “თავმოჭრილები”, ეს ტერმინი ზუსტად შეესატყვისება იმ არქეოლოგიურ აღმოჩენას, რომელიც 2009 წელს მოხდა ინგლისის პატარა ქალაქ ვეიმოუთში (ქვეყნის სამხრეთი ნაწილი, დორსეთის ქაუნთი). 54 მამაკაცის თავმოკვეთილი ჩონჩხი დიდი ზომის ორმოში იყო ჩაყრილი. მათი თავის ქალები(51) ორმოს ერთ მხარეს მოქცეულიყო, რაც მიანიშნებდა იმას, რომ ამ ადამიანებს ორმოში ჩაგდებამდე მოაჭრეს თავები. რადიოკარბონულმა დათარიღებამ ეს კოლექტიური სამარხი ახალი წელთაღრიცხვით 910 და 1030 წლებს შორის მოათავსა, ანუ იმ პერიოდში როდესაც დღევანდელი ინგლისის სამხრეთი ნაწილი დანიაში დამკვიდრებული ვიკინგების თავდასხმებს განიცდიდა.  ინგლისელ მეცნიერებში უკვე ეჭვს აღარ იწვევს ის, რომ თავმოკვეთილი ჩონჩხები ინგლისში შეჭრილი ვიკინგთა ერთერთი რაზმის წევრებს ეკუთვნით, რომელთა შეპყრობაც ადგილობრივებმა მოახერხეს და შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. ქიმიურმა ანალიზებმა ეს მოსაზრება გაამყარა; 54 მიცვალებულიდან 10 ისეთ კლიმატურ პირობებში იყო დაბადებულ-გაზრდილი, რომელიც დღევანდელი ნორვეგიის ტერიტორიას – ვიკინგების სამშობლოს შეეფერება. ანალიზებით ასევე დადგინდა “თავმოჭრილთა” მიახლოებითი ასაკი. მათი აბსოლუტური უმრავლესობა 25 წლამდე ახალგაზრდები იყვნენ…

 

 

“მკუდარის მჭამელნი”

   შუა აზიის ტერიტორიაზე მცხოვრებ მასაგეტებს, რომელთაც კანიბალიზმისკენ ჰქონდათ მიდრეკილება, ერთ პოსტში უკვე შევეხე. მაგრამ რა ხდებოდა დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე? ჰქონდათ თუ არა ჩვენს წინაპრებს მსგავსი ტრადიციები? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ერთი შეხედვით მარტივია, თუ ქართულსავე წყაროებს გადავავლებთ თვალს. მაგალითად, “ქართლის ცხოვრებას”, რომელიც  სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი საისტორიო თხზულებების კრებულია. სწორედ აქ არის ერთი საინტერესო მონაკვეთი, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის(ძვ. წ. 356-323) საქართველოში ლაშქრობას ეხება:

 

..და პოვნა ყოველნი ქართველნი უბოროტეს ყოველთა ნათესავთა სჯულითა. რამეთუ ცოლ-ქმრობისა და სიძვისათჳს არა უჩნდა ნათესაობა, ყოველსა სულიერსა ჭამდეს, მკუდარსა შესჭამდეს, ვითარცა მჴეცნი და პირუტყუნი, რომელთა ქცევისა წარმოთქმა უჴმ არს.

 

  თუმცა, ალექსანდრე მაკედონელს დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე არ ულაშქრია და “ქართლის ცხოვრებაც” ბევრი ზღაპრული და არასანდო მონაცემებითაა სავსე, მაგრამ სიმართლის წვეთი ხომ  შეიძლება ყველა ზღაპარში იყოს?

 

 

 http://www.amsi.ge/istoria/qc/qarTlis_cxovreba_1.pdf  გვ.11

 
3 Comments

Posted by on დეკემბერი 30, 2011 in Archaeology, ისტორია, General

 

“უცნაური” ტრადიციები

   დედამიწის ზურგზე ბევრი “უცნაური” ხალხი თუ ტომი ცხოვრობს, რომელთა კულტურა, ყოველდღიური ცხოვრების წესი მუდმივი დაკვირვების ქვეშაა. რამოდენიმე საუკუნის წინ კი ასეთი ტომების რაოდენობა გაცილებით დიდი და ტერიტორიულად უფრო ფართო იყო. გამონაკლისს არც ქართველთა წინაპარი და მონათესავე ტომები წარმოადგენდნენ, რომელთა ზოგიერთ წეს-ჩვეულებას გაკვირვებაში მოჰყავდა უცხოელები. ამ კუთხით ყველაზე  გამორჩეულნი ტიბარენები და მოსინიკები იყვნენ. ისინი სამხრეთ შავიზღვისპირეთის მთიან ნაწილებში ცხოვრობდნენ.  აპოლონიოს როდოსელი(ძვ.წ. III ს.) თავის “არგონავტიკაში” შემდეგნაირად ახასიათებს ტიბარენებს:

 

“ამ ქვეყანაში ერთი წესია: ქალს რომ ეწყება მშობიარობა,

კაცი ჩაწვება ცოლის ლოგინში, კვნესის და კივის თავშეხვეული,

მელოგინე კი თავს დასტრიალებს, უვლის, უმზადებს ნუგბარ საჭმელებს;

მშობიარობა რომ დასრულდება, პატივის ნიშნად აბანოს უწყობს.”

 

ხოლო მოსინიკებზე წერს შემდეგს:

 

 კაცს არ სცხვენია ცოლთან ქუჩაში შეკავშირება, თითქოს ღორია;

ვისა აქვს ხალხის ხათრი და რიდი! ვინ ვის უყურებს, ვინ რას დაეძებს!

დაგორდებიან და ეძლევიან საყოველთაო სიამოვნებას.

 

 

 

კანიბალი მასაგეტები

დღევანდელი შუა აზიის ტერიტორიაზე ძვ.წ. VII -III  საუკუნეებში ცხოვრობდა მასაგეტების მრავალრიცხოვანი და მებრძოლი ტომი. ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე(ძვ.წ. 484–425) დეტალურად აღწერს მათი ცხოვრების წესს. სწორედ ჰეროდოტესთანაა შემონახული ცნობა, რომლის თანახმადაც სიბერეში შესული მასაგეტები ბუნებრივი სიკვდილით კი არ კვდებოდნენ, არამედ მათ მათივე ნათესავები უსპობდნენ სიცოცხლეს. იმავდროულად, იკვლებოდა პირუტყვი, რომელსაც ერეოდა მოკლული ადამიანის ხორცი და ერთად იხარშებოდა. შემდეგ ეწყობოდა ქელეხი, რომელზეც მოკლული ნათესავისა და საქონლის ერთმანეთში არეულ ხორცს მიირთმევდნენ. ჰეროდოტე აღნიშნავს, რომ მას, ვინც მსგავსი წესით გამოეთხოვებოდა სიცოცხლეს, მასაგეტები ყველაზე ბედნიერ ადამიანად მიიჩნევდნენ…