RSS

როგორ გაჩნდა თუთუნი

   ერთ კაცს ერთი ბოზი ქალი უყვარდა. უშლიდნენ, მარა მაინც ბოზობდენ. ბოლოს აი ქალი მოკვტა. მისმა საყვარელმა ძაან მეიწყინა. ერთ დღეს ამ კაცმა მისი საყვარლის სამარხთან მივიდა და ნახა, რომ ქალის მუ#%@ზე რაცხა ფართო ფურცლებიანი ბალახი ამოსულა. მოკრიფა ფურცლები, გაახმო, დაშჭრა, ჩაყარა ჩიბუხში, მუუკიდა ცეცხლი და დუუწყო სმაი. აი აქნია ბოზი ქალის უზომო სიყვარულმა. ბოლოს და ბოლოს მიეჩვია და ვეღაც კი უიმისობა. მას მერე გაჩენილა თუთუნი. 😀 😀

 

P.S. ჩაწერილია გურიაში, ჩოხატაურის რაიონში ცალფეხას (გიორგი ლომთათიძე) მიერ XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე..

 

 

Advertisements
 
2 Comments

Posted by on სექტემბერი 14, 2012 in გასართობი

 

რაჭველების ნადირობა დათვზე

   რაჭველები სანადიროდ წევიდნენ. ერთ ტყეში დათვის ბუნაგი ნახეს. დალაპარიკდნენ, რაფერ მოვკლათ დათვიო? ერთი გულადი იყო და შეძვრა ბუნაგში: “ან მოვკლავ, ან გამოვაგდეფო.” დანარჩენები გარეთ უცდიენ. გეიარა კაი ხანი – კაცი არ ჩანდა. ერთმა შეყო თავი, მოკიდა ფეღზე ხელი და გამუათრია. ნახენ – თავი არ აბია. კითხენ: რე უყავო? აფერ ჩივა… დალაპარიკდნენ ერთმანეთში: “ამ კაცს დილას ჰქონდა თავი თუ არაო?” კარქა ვერ დარწმუნდნენ. წეიღენ შინ უთავო აფხანაგი და მის ცოლს კითხენ: “ამ კაცს დილას ჰქონდა თავი თუ არაო?” ქალმა უთხრა: “სავარცხალს კი ეძებდა დილას და თავი თუ არ ქონდა, რათ უნდოდაო?” 😀 😀

 

P.S. ჩაწერილია გურიაში, ჩოხატაურის რაიონში ცალფეხას (გიორგი ლომთათიძე) მიერ XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე..

 

 

 
დატოვე კომენტარი

Posted by on სექტემბერი 13, 2012 in გასართობი

 

ცოლს ცეცხლი წაუკიდა

    სანამ მთელი კავკასია და პოსტსაბჭოთა სივრცე ცაზე რუსულ “ტოპოლს” ადევნებდა თვალს და მეორედ მოსვლა ეგონა, ბაქოში საინტერესო ფაქტი მოხდა, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტით გამოწვეულ აჟიოტაჟთან ერთად, სამხრეთ კავკასიელი ლიბერასტებისა და ქალთა უფლებების დამცველთა სიმშვიდეს კიდევ უფრო შეარყევს.

   დავიწყოთ იქიდან, რომ აზერბაიჯანი მუსლიმური და ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყანაა და ქალის უფლებები რბილად რომ ვთქვათ ერთ ადგილას ჰკიდიათ, თუმცა ეკონომიკურად ჩვენზე გაცილებით ძლიერია და აგერ ევროვიზიასაც კი უმასპინძლა…

   მოკლედ, ორიოდე დღის წინ, ბაქოში მცხოვრებმა ჰუსეინამ ცოლი საბჭოთა წარმოების მანქანაში ჩააგდო, ბენზინი მიასხა და ცეცხლი მოუკიდა. გოგონას, რომელიც ამჟამად კომაშია, სხეულის 60 პროცენტი დაეწვა და ექიმები მის გადარჩენას არ მოელოდნენ. ჰუსეინა დაიჭირეს. დაკითხვაზე მან ახსნა ჩადენილის მიზეზი. მისი სიტყვების მიხედვით მას ცოლი უყვარდა, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ შეიტყო, რომ იგი სხვა კაცთან ღალატობდა. ცოლს კი რამდენჯერმე დაემუქრა, მაგრამ მისი დაწვა არ უნდოდა… ჰუსეუნას მონაყოლის მიხედვით, მანქანაში მას ბენზინით სავსე ბოთლი ხელში ეჭირა და თან სიგარეტს ეწეოდა. ჩხუბის დროს ბენზინი დაიღვარა და სიგარეტი ხელიდან გაუვარდა… თვითონ კი მოასწრო მანქანიდან გადმოხტომა, მაგრამ ცოლმა ვერა, რადგან ყველა კარი ავტომატურად დაიბლოკა …..

   მოკლედ, როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ თუ კავკასიაში ცხოვრობ და თან ქალი ხარ, ღალატის აზრმა ჯობია გულში არ გაგიელვოს… 🙂

 
%(count)s კომენტარი

Posted by on ივნისი 9, 2012 in General

 

“პიდარასტები მოდიან” – ჰომოფობია

   ჰომოფობია ის მისტიური ტერმინია, რომლითაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის რამდენიმე ათეული მოქალაქე და მათი დამცველი  საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას “ამკობს”. არადა, ტერმინი “ჰომო” ძველ ბერძნულად იგივეს, მსგავსს აღნიშნავდა, ხოლო “ფობია” კი – შიშს. რამდენად “მსგავსნი” არიან გეები, ლესბოსელები და ტრანსექსუალები, თქვენ თვითონ განსაჯეთ…

   ამ საკითხის გააქტიურება დღევანდელ მსვლელობას მოჰყვა, რომელშიც მონაწილეობა 20-მდე არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანმა მიიღო და “ჰომოფობიასთან” ბრძოლის დღეს ეძღვნებოდა. მათ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიასთან სასულიერო პირები, მმკ-სა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები გადაეღობნენ, რომელთანაც ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საბოლოოდ, ვითარება საპატრულო პოლიციამ განმუხტა…

  მიუხედავად იმისა, რომ ამ პოსტს ემოციური ზეგავლენის ქვეშ ვწერ, ზოგადად, აგრესია (სიტყვიერი, ფიზიკური), ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს მიმართული, დასაგმობია და აღსაკვეთი… მაგრამ ვინ გამოიწვია ეს დღევანდელი აგრესია? ვინ და იმ 20-მდე არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მოქალაქემ, რომელთა ქმედება შეიძლება შეფასდეს როგორც პროვოკაცია. როცა იცი, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილში შემი ქმედება აგრესიას გამოიწვევს, რაც სისხლისღვრამდეც კი შეიძლება მივიდეს და მას მაინც განახორციელებ, ეს ნიშნავს რომ შეგნებულ პროვოკაციაზე მიდიხარ…

   ამ პროვოკატორებმა დღეს თავიანთ მიზანს მიაღწიეს. ტელევიზიებმა, გაზეთებმა, ინტერნეტ გამოცემებმა და სოციალურმა ქსელებმა ყველა მათგანი “პოპულარულად” აქცია და უკვე ჭკუის დარიგებაც დაგვიწყეს, ვერ ეღირსებით ევროკავშირს, ნატოს და სხვა ევროპულ თუ არაევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციასო. თითქოს ეს ინტეგრაციის გზა სასქესო ორგანოებზე გადიოდეს…. მოკლედ, რადიო 105-სა არ იყოს, პიდარასტები მოდიან! 😀

 
8 Comments

Posted by on მაისი 17, 2012 in General

 

ჩეჩენი დინოზავრის კვერცხები

   ამ ორიოდე დღის წინ, საინტერესო ამბავი მოვიდა კავკასიის ჩრდილოეთ ნაწილიდან – ჩეჩენმა არქეოლოგებმა 60 მილიონის წლის წინანდელ დინოზავრის კვერცხებს მიაგნესო.  ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა ხელად აიტაცეს ეს ფაქტი, რამაც ინტერნეტში  დისკუსია გამოიწვია. ძალაუნებურად გამახსენდა დაახლოებით 10 წლის წინ ტელევიზორში გასული სიუჟეტი, გურიაში მიკვლეული დრაკონის კვერცხების თაობზე. გურული “არქეოლოგები” ამ ამბით მსოფლიოს გაოცებას გეგმავდნენ; 24 საათი შეუსვენებლივ მუშაობდნენ, მაგრამ ქაფჩა ნაცარში ჩაუვარდათ… კვერცხები ცოცხალი ორგნიზმის კი არა, ქვისა აღმოჩნდა. 😀   ჩეჩნეთში მიკვლეული “დინოზავრის კვერცხების” ნაწილი ანალიზებისთვის მოსკოვში გაგზავნეს, საიდანაც მოვიდა პასუხი, რომ ესენი კვერცხები კი არა, კირქვის ფორმაციები არიან, რომელთაც დროთა განმავლობაში ელიფსური, ოვალური და სფერული ფორმები მიიღესო….

  P.S. გურიისა არ იყოს, ჩეჩნეთიც აბდალი ხალხითაა დასახლებული და კვერცხებისა და ქვის ერთმანეთში აღრევა ალბათ არ უნდა გაგვიკვირდეს…. 😀

 

მაზდეანური დაკრძალვის რიტუალი კავკასიაში

   მაზდეანობა (ზოროასტრიზმი,  ცეცხლთაყვანისმცელობა) როგორც რელიგია ძვ.წ. მე-6 საუკუნეში ჩამოყალიბდა. აქემენიდური ირანის დროს იგი სახელმწიფოს წამყვანი რელიგია გახდა, ხოლო განსაკუთრებულ სიძლიერეს ახ.წ. მე-2 საუკუნიდან მიაღწია, ვიდრე არაბთა მიერ ირანის დაპრყრობამდე, როდესაც ისლამმა მას სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა.
მაზდეანებს დაკრძალვის თავისებური რიტუალი ჰქონდათ, რომელიც რეგიონების მიხედვით თავისებურებებით ხასიათდებოდა, მაგრამ ყველგან იკრძალებოდა მიცვალებულის მიწაში დამარხვა ან კრემაცია (დაწვა). მიცვალებულს ფრინველთა და ცხოველთა საჯიჯგნად ტოვებდნენ. ეს განპირობებული იყო მათი უარყოფითი დამოკიდებულებით უსულო სხეულის მიმართ, რომელიც სიბილწისა და ბოროტი ძალების განსახიერებას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ არ შეიძლებოდა მიწის ადამიანის მკვდარი სხეულით წაბილწვა.
მაზდეანობის ჩასახვიდანვე კავკასია ირანული კულტურის უდიდეს გავლენას განიცდიდა, რაც ცეცხლთაყვანისმცემლობის დაწინაურებაშიც გამოიხატა. ქართლში, როგორც ამას იტალიელი ავტორი სილიუს იტალიკი მოწმობს, მიცვალებულთა სხეულებს ძერათა საჯიჯგნად აგდებდნენ. ჰირკანიელებში კი ძერის მაგივრად მსგავს “სამუშაოს” ძაღლი ასრულებდა.
მიუხედავად ისლამის გაძლიერებისა, მოგვიანო პერიოდის კავკასიაში მაზდეანური გავლენა მაინც არ მოსპობილა. ამის დამადასტურებელია ანდალუსიელი ალ-გარნატის(11-12 ს.) ცნობები ზირიჰგარანელებზე, დღენავდელი ყუბაჩების წინაპრებზე(დაღესტნის ერთ-ერთი ხალხი). როდესაც ამ ტომის მამაკაცი გარდაიცვლებოდა, მიწის ქვეშ მოწყობილ შენობაში, მამაკაცთა სპეციალურად გამოყოფილი ჯგუფი მას ასოს მოაჭრიდა, ხოლო ძვლებს ხორცისა და ტვინისგან გამოანთავისუფლებდა. მიცვალებულის ხორცსა და ტვინს ისინი ყვავებს უყრიდნენ და ისრით დარაჯობდნენ, რათა სხვა ფრინველები არ გაკარებოდნენ. ქალების სხეულსაც მსგავსი მეთოდით ამუშავებდნენ, ოღონდ მათი ხორცით მხოლოდ ძერებს კვებავდნენ.
ეს ცნობები უდავოდ მაზდეანობის დიდი გავლენის მანიშნებელია, რომელიც ირანში აკრძალვის მიუხედავად, საუკუნეების განმავლობაში შემორჩა კავკასიას, განსაკუთრებით კი მის ჩრდილოეთ ნაწილს.

 

თვითმკვლელობა facebook-ში

   31 წლის ტაივანელმა კლერ ლინმა თავისი სიცოცხლე ფეისბუქზე, მეგობრებთან საუბრის დროს მოისწრაფა. გამოძიებამ თვითმკვლელობის ერთ-ერთ მიზეზად “ბოიფრენდთან” ურთიერთობის გაფუჭება დაასახელა. კლერის ფეისბუქის სტატუსები პარტნიორის მისამართით უკმაყოფილების გამომხატველი იყო, რადგან მის დაბადების დღეზე მისვლა ვერ მოახერეხა. პირველად კლერის გვამს სწორედ მეორე დღეს მასთან მისულმა შეყვარებულმა მიაკვლია.

   კლერი ფეისბუქის ჩათში ბოლოს 9 მეგობარს ელაპარაკა, რომელთაც უთხრა თვითმკვლელობის შესახებ, მაგრამ მათ არაფერი მოიმოქმედეს მის გადასარჩენად და არც პოლიციაში დაურეკავთ. კლერმა ფეისბუქზე სურათი ატვირთა, რომელზეც მომწამლავი აირით სავსე ოთახი იყო აღბეჭდილი. მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა ფანჯრის გაღება და ოთახის განიავება სთხოვა, რაზეც ლინისგან პასუხად მიიღო: “გაზი ძალზე მხუთავია. ის ჩემს თვალებს ცრემლით ავსებს. გთხოვ, მეტი აღარ მომწერო…”

   ფეისბუქის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მწუხარების წერილში აღნიშნულია, რომ მათ დახმარების გვერდზე სუიციდის პრევენციის 20 ქვეყნის ცხელი ხაზი და ვებ-გვერდი აქვთ მითითებული, მათ შორის ტაივანისაც.

   გარდაცვლილის უკანასკნელის სიტყვები, რომელიც ფეისბუქზე დაიწერა, შემდეგი იყო: “უკვე გვიანია. ოთახი სავსეა მომწამლავი გაზით. ავტვირთე ახალი სურათი. მიუხედავად იმისა, რომ ვკვდები, ფეისბუქს მაინც ვერ ვეშვები. ეს ალბათ FB-ის შხამია. ჰაჰა.”

 
6 Comments

Posted by on მარტი 28, 2012 in General